• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარკ ცუკერბერგმა 10 მილიარდი, ილონ მასკმა კი 25 მილიარდი დაკარგეს – მსგავსი კრახი საფონდო ბირჟაზე პანდემიის დაწყების შემდეგ არ დაფიქსირებულა

ალია ავტორი - ალია
14:12 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

გასული კვირის განმავლობაში, კრიპტოვალუტისა და აქციების ფასები მკვეთრად დაეცა, რასაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების შემცირება მოჰყვა. 

Bloomberg-ის ცნობით, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა $25,1 მილიარდი,  Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა $20 მილიარდი, Binance-მა და ჩანგპენგ ჟაომ $17,7 მილიარდი, ხოლო Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა $10,4 მილიარდი დოლარი დაკარგეს. 

მსგავსი კრახი საფონდო ბირჟაზე პანდემიის დაწყების შემდეგ არ დაფიქსირებულა. 

კრიზისი შეეხო სხვა დიდ კომპანიებსაც – მაგალითად, Netflix-ის აქციების ფასმა ათწლეულის მინიმუმს მიაღწია. 

ექსპერტთა მოსაზრებით, ბაზარზე მსგავსი არასტაბილური მდგომარეობა მომდევნო კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება და სავარაუდოდ, შეეხება ისეთი კომპანიების აქციებსაც, როგორებიც არიან Apple, Microsoft, IBM, Intel და Tesla.

ამ კვირაში მკვეთრი კლება განიცადა კრიპტო ბირჟამაც. ბიტკოინის ფასმა ბოლო 6 თვის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია – კვირის მანძილზე, მისი ფასი 16.8%-ით დაეცა; მასთან ერთად გაუფასურდა სხვა ციფრული ვალუტებიც, მაგალითად, ეთერეუმის ფასი 25%-ით შემცირდა. 

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 9%-ით შემცირდა, თუმცა ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას კვლავ მყარად უდგას სათავეში. მისი ქონების ჯამური ღირებულება 243,4 მილიარდი დოლარია. 

მეორე ადგილზეა ჯეფ ბეზოსი 167,6 მილიარდი დოლარით; მას მოსდევს საცალო მაგნატი ბერნარ არნო, $167,5 მილიარდით – “ლუი ვიტონისა” და “დიორის” ხელმძღვანელს მეორე ადგილზე გადანაცვლებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს, ის ერთადერთია, ვისი ქონებაც გასული კვირის მანძილზე არ შემცირებულა.  

მეოთხე ადგილზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 128,6 მილიარდით, ხოლო ხუთეულს ამთავრებს Google-ის დამაარსებელი ლარი პეიჯი 116,5 მილიარდი დოლარით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved