• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაში პრორუსული ლიდერის დანიშვნას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
13:29 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავრობა გეგმავს „კიევში პრორუსი ლიდერის დანიშვნას, რადგან განიხილავს უკრაინაში შეჭრას და ოკუპაციას“. ამის შესახებ CNN წერს. 

“უკრაინელი ყოფილი დეპუტატი ევგენ მურაევი განიხილება პოტენციურ კანდიდატად”, – განაცხადეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში. მურაევმა განუცხადა CNN-ს, რომ “კომენტარს ვერ გააკეთებს” ბრალდებებთან დაკავშირებით, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა და ჯერ კიდევ რუსული სანქციების საფრთხის წინაშე დგას.

განცხადებაში ნათქვამია – „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს უამრავ უკრაინელ ყოფილ პოლიტიკოსთან“, მათ შორის სერხი არბუზოვთან – უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერი 2012-დან 2014 წლამდე და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2014 წელს; ანდრეი კლუევთან – პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე 2010-დან 2012 წლამდე და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის შტაბის უფროსი; ვლადიმერ სივკოვიჩთან – უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (RNBO) ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე; მიკოლა აზაროვითან – უკრაინის პრემიერ მინისტრი 2010-2014 წლებში.

“ზოგიერთ მათგანს აქვს კონტაქტი რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად არიან ჩართული უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში”, – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთმა უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „შეწყვიტოს პროვოკაციებში მონაწილეობა“, იტყობინება  TASS.

“ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არის ნატოს ქვეყნები, ანგლო-საქსების ხელმძღვანელობით, რომლებიც ამძაფრებენ დაძაბულობას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეწყვიტოს სისულელეების გავრცელება და ყურადღება გაამახვილოს თათარ-მონღოლური ბატონობის ისტორიის შესწავლაზე“, – განუცხადა TASS-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

CNN-მა მიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისს დამატებითი კომენტარისთვის, ასევე დამადასტურებელი მტკიცებულებების მისაღებად, მაგრამ განუცხადეს, რომ მეტ კომენტარს არ გააკეთებენ.

„ინფორმაცია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათელს ჰფენს რუსეთის მოქმედების მასშტაბებს უკრაინის დასამხობად და წარმოადგენს კრემლის აზროვნებას“, – თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განცხადებაში.

„რუსეთმა უნდა მოახდინოს დეესკალაცია, შეწყვიტოს აგრესიისა და დეზინფორმაციის კამპანია და დიპლომატიის გზაზე დადგეს. როგორც დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს, რუსეთის ნებისმიერი სამხედრო შეჭრა უკრაინაში იქნება უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა,

ჩვენ არ მოვითმენთ კრემლის შეთქმულებას უკრაინაში პრორუსული ხელმძღვანელობის დაყენების მიზნით“. – ამბობს ტრუსი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved