“კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში “ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერით გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც იმ დაჯგუფებაზეა საუბარი, რომლებიც მსხვერპლს სასტიკად უსწორდებიან და დამამცირებელ ვიდეოებს უღებენ.
ჩარკვიანი აღნშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და წერს – “ეს რა ხდება და რა მესმის?!”
“შინაგან საქმეთა სამინისტოვ, ეს რა ხდება და რა მესმის?! გომელაურო! უი, პირდაპირ ოჯახში შემოვარდით – მოხვედით ხელისუფლებავ?! აბა, როგორ ხდება?! მკვლელთა ბანდები დაძრწიან რუსულ საიტებზე ვიდეოებს ანთავსებენ ადამიანების წამების, (ათიათასობით ნახვა აქვს ამ ტიპის ვიდეოებს) მათ აწამებენ ვინც ამ “თქვენი ბიჭების ” წესებს არ ემორჩილება და ეს არ იცით? ანუ ზურგს უმაგრებთ პოლიციით, მანიაკ, სუს-ით ზურგ გამაგრებულ “ბიჭუნებს”? ანუ, კანონი არ არის, არ არსებობს და ოჯახი უნდა დავიცვათ ჩვენ თავად?! ანუ, 90-იანებია? – ჰო, ეგ ჩვენ გამოვიარეთ,” – წერს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტი გავიდა, რომლის თანახმადაც, 8 კაციანი დაჯგუფება ხელშეუხებლობის გარანტიით და გავლენიანი მფარველების წყალობით სარგებლობს – მსხვერპლს სასტიკად უსწორდება, შემდეგ დამამცირებელ ვიდემასალას უღებს, უვრცელებს და ახალგაზრდები ლამის სუიციდამდე მიჰყავს.














კომენტარები