• რეკლამა
  • კონტაქტი
11:55, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე მაღალანაზღაურებადები – ვინ რამდენი დააგროვა 10 წელში?

ალია ავტორი - ალია
11:33 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირთა სიაში პირველ ადგილს დავით საგანელიძე იკავებს – საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს 2017 -2020 წლებში, ხელფასის სახით, მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

საგანელიძის უძრავი ქონება კი ასე გამოიყურება:

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მას ორი ბინა აქვს, ჯამში 664 კვმ ფართობის და 450 000 ლარის ღირებულების.  ამის გარდა, 18 000 ლარის ღირებულების სამი ავტოფარეხი ვაკეში, 50 000 ლარის ღირებულების აგარაკი მცხეთაში, მშენებარე ბინა ბათუმში, მიწის სამი ნაკვეთი მცხეთასა და რაჭაში, არასაცხოვრებელი ფართი ასევე რაჭაში და 65 კვ მ ფართობის ბინა, თურქეთში კარჩიჯაკში, რომელშიც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა 82 000 ევრო გადაიხადა.

რა გზით უგროვდება საგანელიძეს ყოველთვიურად რეკორდული შემოსავალი, ამ კითხვებს თავად საგანელიძე პასუხს არ სცემს. მის უწყებაში კი განმარტავენ რომ ფონდის ხელმძღვანელი ანაზღაურების 2/3 -ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს, რა ტიპის ქველმოქმედებას ეწევა საგანელიძე ან ვინა არიან ქველმოქმედების ბენეფიციარები – ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია. 

​მაღალხელფასიანებს შორისაა საქართველოს რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძე – მისი სახელფასო შემოსავალი ერთ წელში 219 141 ლარია. ფერაძე ხელფასის სახით ყოველთვიურად 18 000 ლარზე მეტს იღებს. 

მისი ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ფერაძე სამი სახის ხელფასს იღებს – ერიცხება როგორც რკინიგზის დირექტორის ხელფასი, ასევე ანაზღაურება ორი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის. 

ფეშენებელური სახლი დიღმის ელიტურ უბანში 1500 კვ.მ ფართობზე, დავით ნარმანიას საკუთრებაშია. ქონება გოდერძი ჩოხელის ქუჩაზე, სემეკის ხელმძღვანელმა 2020 წელს შეიძინა.

მისი ღირებულება ჯამში მილიონ ლარს აჭარბებს. მიწის ნაკვეთში მან 180 000 აშშ დოლარი, მშენებარე სახლში კი 249 000 ლარი გადაიხადა. 

ყოფილი მერის საკუთრებაშია თბილისში კიდევ ერთი საცხოვრებელი ფართი, 97 კვ.მ ფართობის ბინა ბერბუკის ქუჩაზე – მან 36 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე  3584 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთი გორში, რომელიც თბილისის მერობის პერიოდში ნარმანიამ  7 100 აშშ დოლარად შეიძინა. 

დავით ნარმანია თვეში ხელფასის სახით 12 910 ლარს იღებს, საერთო ჯამში, 2020 წელს მას  ხელფასის სახით 182 252 ლარი აქვს მიღებული. 

სწორედ ამიტომ ის მესამეა მათ შორის, ვინც მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირების სიაშია შეყვანილი. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნარმანიამ, რომლის საკუთრებაში თავდაპირველად მხოლოდ ზუგდიდში, სოფელ კოკში, მემკვიდრეობით მიღებული სახლი იყო, ქონება თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დააგროვა.   

მაღალანაზღაურებადია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც, რომელსაც 2017 წლიდან კახა ბექაური ხელმძღვანელობს. 2020 წელს მან ამ თანამდებობაზე 188 585 ლარი გამოიმუშავა, რაც თვეში 15 715 ლარია.

ქვეყნის მთავარი ცენზორის ქონება მას შემდეგ იზრდება, რაც ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა. ამის შემდეგ მან შეიძინა ცხრა მიწის ნაკვეთი, ასევე ბინები თბილისსა და რეგიონებში, სახლი ლისის ელიტურ უბანში და ძვირადღირებული ავტომანქანები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved