• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოციალურად დაუცველი ქალი მღვდელმა ენმ-ს მხარდაჭერის გამო არ აზიარა

ალია ავტორი - ალია
11:30 01-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ხელვაჩაურში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში მამა ლუკამ საშობაო ლიტურგიაზე სოციალურად დაუცველ ქალს წმინდა ზიარებასთან მიახლებაზე უარი უთხრა და მიზეზად “სააკაშვილის სექტის მომხრეობა” დაასახელა. 

როგორც პოლიტიკური ნიშნით საეკლესიო საიდუმლოსთან არდაშვებული ქალი, რუსუდან თავართქილაძე ტელეკომპანია პირველთან ყვება, მღვდელმა ტაძარში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს არ აზიარებდა.

“გულში მივლიდა – ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი.. სანამ პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო”. – ამბობს ის. 

როგორც რუსუდან თავართქილაძის ქმარი, ირაკლი დიასამიძე ყვება, ტაძრის მრევლიდან ერთეული ადამიანები შემორჩნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან.  

“ის მეუფეები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ალბათ რაღაც ფინანსურ ვალში არიანო. […] სხვა მოძღვარის ძიებაში ვართ ამ კონკრეტული ტაძრის მიმართ. მას შეუძლია, წავიდეს, მოვიდეს ახალი სულიერად განათლებული, რა ასაკის იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ჩვენი სოფლის ეკლესიას პოლიტიკურ ტრიბუნას არ დაამსგავსებს”. – ამბობს ის. 

მღვდელი უარყოფს, რომ ამბიონიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. 

“თქვენ იმის გჯერათ თუ ჩემი? მე მითხრეს, რომ იწყევლება უსაშველოდ და უთავბოლოდ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაწყევლის. ივანიშვილს წყევლის. […] [ოპოზიცია] არ უნდა მობრუნდეს, იმიტომ, რომ არაფერი მოსაბრუნებელი არ აქვთ. ქუჩაში არავის კლავენ, რომ არ კლავენ, ეს მომწონს ნამეტნავად. მბრძანებლობას იმ ხელისუფლებაში უფრო ვხედავდი, ვიდრე ახლა”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved