მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:
“ჭუტას ჭორბიურომ, რეალტივის უნიჭო გუნდის უნიჭო ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ კიდევ ერთი უნიჭო სკანდალი გამოაცხო, ღარიბაშვილმა ბაკურიანის ტყე იყიდა და მეუღლეზე გააფორმაო და ამას თან ექსკლუზივად ასაღებს. მე უკვე აღარ ვიცი რომელი უფრო უნიჭოა, ნოდარა თუ პატარა ჭუტა, რომელსაც აშკარად ატყუებს ეს მეორე უნიჭო, თითქოს მაგარ ექსკლუზივებს უკეთებს. რეალობა ის არის რომ ღია, ელექტრონულ აუქციონზე, ბაკურიანში, სახლთან ახლომდებარე მიწა იჯარით აიღო პრემიერის მეუღლემ, აღნიშნული მიწის მოვლა-პატრონობის ვალდებულებით, ისე, როგორც შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამ მიწის იჯარით აღება მოუნდებოდა, რაც არის აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი და არავის არავისთვის არაფერი არ უჩუქებია, როგორმე დამალვა რომ სდომებოდათ სხვაზე გააფორმებდნენ, ხო ლოგიკურია, მაგრამ ისე არიან არეულები რომ ლოგიკაც გაექცათ. P.S და ნოდარი, მთელი 3 თვე რო აანონსე ღარიბაშვილი ახალ წლამდე გადადგებაო და ხალხს ატყუებდი, როგორ ვქნათ ეხლა, ბოდიშის მოხდას ხო არ აპირებ შემთხვევით? თუ გინდა ამოგიღო შენივე ჭორბიუროს არქივიდან, რამდენჯერ დაანონსე? იქნებ შუბლის ძარღვი ეთხოვო ვინმეს თუ ჯერ კიდევ შეგრჩა ასეთი ნაცნობი, შუბლის ძარღვი რო ქონდეს” – წერს მჭედლიშვილი














კომენტარები