თბილისში, “ვეფხი და მოყმის” ძეგლის უკან, “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისი წინ, ჯერ კიდევ თავისუფალი სივრცეა დარჩენილი. მტკვრის სანაპიროზე 7500 კვადრატულ მეტრ მიწას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოქალაქე ნიკოლოზ ოკლეის აძლევს.
ნიკოლოზ ოკლეი, ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე 700 კვადრატული მეტრის მიწის მფლობელია. კალაძე 700 კვადრატულ მიწას მას 7500-ში უცვლის.
“ნოდარ მელაძის შაბათი” დაინტერესდა, ვინ არის ნიკოლოზ ოკლეი ან რა გავლენები აქვს, რომ თბილისის მერმა მისთვის სარფიან წინადაბას ხელი მოაწერა და ათჯერ უფრო დიდი მიწას დედაქალაქის შუაგულში აძლევს.
ოკლეის საცოხვრებელ სახლში “შაბათის ეთერს” დედა დახვდა – ქალი ამბობს, რომ ოკლეი 18 წელია საქართველოში არ ყოფილა. დედის თქმით, მის შვილს არ მიწის შესაძენად ამდენი ფული, არც სამ მილიონიანი მიწა და არც ბიზნესი არადროს ჰქონია.
მიწის ოფიციალური მფლობელის ოჯახის ამ პასუხმა, კახი კალაძის მიერ მოქალაქე ოკლეისთვის ვეფხის და მოყმის ძეგლთან, 7500 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემის ამბავი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა – გაჩნდა ეჭვი, რომ ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი მიწის ფიქტიური მფლობელია და მის სახელს სხვა ვიღაც, უფრო გავლენიანი ადამიანია ამოფარებული.
ირკვევა, რომ როდესაც ნიკოლოზ ოკლეის სახელით, განაცხადი თბილისი მერიაში შევიდა და მოქალაქე 700 კვადრატული მეტრის მიწის გადაცვლას 7500 კვ- ში ითხოვდა, დოკუმენტები მოქალაქე ომარ ხატიაშვილმა შეიტანა საკონტაქტო პირად კი აშშ-ში მყოფ მოქალაქეს ქართლი ნომერი მაქვს მითთებული, ნომერის მფლობელი ვლადიმერ აბულაძე. “შაბათის ეთერის” გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, ომარ ხატიაშვილი დეპუტატ ნინო წილოსანის სიძეა ვლადიმერ აბულაძე ნინო წილოსანის ახლა უკვე ქმარი.
არის თუ არა მიწის ფიქტიური მფლობელი ქართული ოცნების დეპუატის ყოფილი ქმარი, ამ კითხვა ვლადიმერ აბულაძე წყობიდა გამოიყვანა.
თბილისი შუაგულში, ხალხის კუთვნილი 7500 კვდარატული მეტრი მიწის კერძო საკუთრებაში გადასვლის გარიგებასთან დეპუტატი ნინო წილოსანი კავშირის ყოფილი ქმრით არ შემოიფარგლება – საბუთები მერიაში, ნინო წილოსანის სიძეს დაჰქონდა. გვნცა წილოსანი ამტკიცებს, რომ მიწის ფორმალურ მფლობელს ნიკოლოზ ოკლეს იცნობს.
დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, ჩნდება დიდი მაქინაციებით ხალხის კუთვნილი ქონების დატაცების ეჭვი. ირკევვა, რომ თბილისში ქეთევან წამებულის 29 -ში სკვერის ნაწილს, დეპუტატ ნინო წილოსანის ახლა უკვე ყოფილი ქმარი 2009 წლიდან ფლობდა, თუმცა გიგი უგულავას მერობის დროს მას აქ მშენებლობის ნებართვას არ აძლევდნენ, ამიტომ 2012 წელს მიწა, მან 69 ათას ლარად, მოქალაქე ნიკოლოზ ოკლეის მიჰყიდა. 2015 წელს უკვე ახალ მფლობელს, დავით ნარმანიამ 4 სართულიანი სასტუმროს მშენებლობის უფლება მისცა, 2021 წელს კი ოკლეიმ მერიას მიწერა მეზობლების პროტესტის გამო აქ ვერაფერს ვერ ვაშენებ და სხვა მიწა მომეციო. მერიამ ოკლეს 69 ათას ლარად ნაყიდი მიწა სახელწმიფო ექსპეტიზას შეაფასებინა, რომელმაც დაადგინა რომ ის სამი მილიონ 197 ათაი 947 ლარი ღირს. ანუ გამოდის, რომ ნარმანიას ერთ მშენებლობის ნებართვით მიწის ფასი სამი მილიონ ასი ათასი ლარით გაზარდეს და ახლა დეპოუტატ წილოსანთა კავშირში მყოფ ჯგუფს 69 ათას ლარიანი მიწაში სამი მილიონ 200 ათასი ქონებას აძლევენ.
მას შემდეგ რაც ამ ჩახლართული გარიგების, ყველა კვანძი შაბათის გუნდმა გახსნა, რამაც სავარაუდო კორუფციული გარიგების ეჭვი გააჩინა “ტვ პირველის” ელექტონულ ფოსტაზე მოქალაქე ნიკოზლ ოკლეს სახელით წერილი გამოიგზავნა, სადაც წერია, რომ მიწა ამ მოქალქეს ეკუთნის და წილოსანი ოაჯხის ბიზნინტერესების ხალხის ქონების ხელში ჩაგდების საქმეში არ უნდა გვეძებნა. ჩვენეთვის უცნობია ნამდვილად ნიკოლოზ ოკლეიმ გამოიაგზვან თუ არა ეს წერილი. იმაში დასარწმუნებლად, რომ კავშირზე მიწის ფორმალური მფლობელი იყო მას დაკავშრება და ინტერიუ ვთხოვეთ, ვიდეოკავშირი საშულებით კი დადგინდებოდა რომ გვესაუბრობოდა ამეირკაში 18 წლის წინ წასული პირი თუმცა ჩვენს წერილზე პასუხი არ მიგვიღია.
თბილისის მერმა 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაცვლად 7500 კვადრატული მეტრი მიწის მიცემას მწვანე შუქი კი აუნთო, თუმცა მას სკრებულოს თანხმობა სჭირდება და პირველივე სხდომას ელოდებიან.
tv pirveli














კომენტარები