• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოზურგეთის მერია: ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება, მოვუწოდებთ „ტვ პირველს”, შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია

ალია ავტორი - ალია
18:29 01-22-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

მოვუწოდებთ „ტვ პირველს”, შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ოზურგეთის მერია „ტვ პირველს” „ნაციონალური მოძრაობასთან” ერთად ორკესტრირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს, რომელიც ბაღების თანამშრომლების ხელფასებს უკავშირდება.

„ბოლო 2 დღის განმავლობაში საზოგადოება ოზურგეთში თვალს ადევნებს მპგ „ნაციონალური მოძრაობის” და „ტვ პირველის“ ორკესტრირებულ კამპანიასა და პოლიტიკურ სპეკულაციებს ბაღების თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით.

დასახელებული რიცხვები მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ბრალდებები თანამშრომლების მასიური გათავისუფლების შესახებ, გადაუმოწმებელი ცნობებია და გახლავთ სრული სიცრუე.

სიმართლე გახლავთ შემდეგი: ბაღების თანამშრომლებს 2022 წლის 1 ივნისიდან ხელფასები 20%-ით გაეზრდებათ – ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს ჯერ კიდევ, წინა წლის 28 დეკემბერს მიმართა და საკრებულოს უმრავლესობამ აღნიშნულს მხარი დაუჭირა.

ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა იყო ასახული, საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა. „ტვ პირველის” მხრიდან გავრცელებული ცნობა, თითქოს, ბაღის აღმზრდელის ხელფასი 150 ლარს შეადგენს, გახლავთ დეზინფორმაცია.

სინამდვილეში, ხელფასები რომელიც დაგვხვდა წინა ადმინისტრაციისგან, პირველი ცვლის შემთხვევაში 450 ლარს, მეორე ცვლის კი 370 ლარს შეადგენს, ძიძის ანაზღაურება 410 ლარია. ბაღებიდან თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მომხდარა და არც იგეგმება.

მოვუწოდებთ „ტვ პირველს”, შეასწოროს გადაუმოწმებლად გავრცელებული ინფორმაცია“, – ნათქვამია ოზურგეთის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved