• რეკლამა
  • კონტაქტი
10:47, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის – ენტონი ბლინკენი

ალია ავტორი - ალია
18:15 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიოდ იმის თქმა, თუ რას არ ვიზამთ. ჩვენ უარს არ ვიტყვით ფუნდამენტურ პრინციპებზე. ჩვენ ამ პრინციპებს დავიცავთ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი ნატოს ღია კარის პოლიტიკაა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს რუსეთთან უთანხმოებების დიპლომატიური გზით გადაჭრის მიდგომას, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, მზად არის, სწრაფი და ხისტი პასუხი გასცეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიისა და დიალოგის გზას, თუმცა თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გზას აირჩევს, ამას ერთობლივი, სწრაფი და ხისტი პასუხი მოჰყვება“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, მან სერგეი ლავროვს უკრაინასთან საზღვრიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა, რათა რუსეთმა დაადასტუროს, რომ უკრაინაში შეჭრის გეგმები არ აქვს.

„ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ თუ რუსი სამხედროები უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ, ეს შეჭრა იქნება. ამას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი და ხისტი პასუხი მოჰყვება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთს აგრესიული ზომების ვარიანტები აქვს, რომელიც სამხედრო ქმედებებს არ უკავშირდება. ამასაც მტკიცედ ვუპასუხებთ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved