თუ უკრაინა დაეცა, ჩვენც არ გვიწერია დიდი დღე – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როცა აფხაზეთში ომი იყო, უკრაინელები ჩამოვიდნენ და ჩვენს გვერდით იბრძოლეს. 2008-ში იუშენკო სხვა პრეზიდენტებთან ერთად რუსთაველზე იდგა და საქართველოს იცავდა. დღეს უკრაინა დგას საფრთხის წინაშე. თანაც, თუ უკრაინა დაეცა, ჩვენც არ გვიწერია დიდი დღე.
თუ ჩვენ უკრაინა დავიკიდეთ, ეს არ იქნება მთავრობის სირცხვილი, ან ივანიშვილ-ღარიბაშვილის, ეს იქნება მთელი ერის საუკუნო სირცხვილი. და ეს ამბავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რომელ სკამში ჩაჯდება ერთუჯრედიანი გავრილოვი. და ჩვენ ხმას არ ვიღებთ“ – წერს უტიაშვილი.
gtmedia.ge














კომენტარები