• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, სამშაბათი, 12 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა უნდა და სცენის ისე დადგმას ცდილობს, რომ იმიჯურად თავი გადაირჩინოს – ირაკლი ქადაგიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:32 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, შალვა ნათელაშვილს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა უნდა და ახლა სცენის ისე დადგმას ცდილობს, რომ რაღაცნაირად იმიჯურად თავი გადაირჩინოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია კონსტიტუციური ჩანაწერი, რომ დეპუტატი სხდომების ნახევარზე მეტს უნდა დაესწროს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ნათელაშვილი არ არის არც ერთი კომიტეტის წევრი, რაც რეგლამენტის დარღვევაა.

„გასაგებია, რომ შალვა ნათელაშვილი ექსცენტრიული განცხადებებით გამოირჩევა. ამაში სიახლე არაფერია, ეს მისი არჩევანია. საპროცედურო კომიტეტი იხელმძღვანელებს მხოლოდ იმ ჩანაწერით, რაც რეგლამენტსა და კანონშია. შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგება არა იმიტომ, რომ შალვა ნათელაშვილმა ვინმეს რამეზე მიმართა, არამედ იმიტომ, რომ საშემოდგომო სესიაზე არ იარა, არასაპატიო მიზნით გაცდენები ჰქონდა და კანონის გათვალისწინებით ამისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. კომიტეტი იმსჯელებს, თავის დასკვნას გამოიტანს და პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება. პოლიტიკური ბოიკოტის ჩატარებას თავისი ფორმა აქვს და ამავე დროს, პოლიტიკური ბოიკოტი არ ათავისუფლებს დეპუტატს სხვა უფლებამოსილების შესრულებისგან. კერძოდ, ერთი კომიტეტის წევრი მაინც უნდა იყოს, რაც არ ყოფილა. რეგლამენტთან რაიმე წინააღმდეგობა არ გვაქვს და მხოლოდ რეგლამენტით ვიმოქმედებთ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და დამაზიანებელი პოლიტიკა აირჩია, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდა და არჩევნები სამართლიანი არ იყო, ეს გზა სრული ფიასკოთი დამთავრდა. ამ ფიასკოს შედეგია, რომ დღეს შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა უნდა და რა თქმა უნდა, ამ სცენის ისე დადგმას ცდილობს, რომ რაღაცნაირად, იმიჯურად თავი გადაირჩინოს. ეს არის ამ ყველაფრის შინაარსი. ჩვენ მაშინ გამოვიჩინეთ პოლიტიკური მოთმინება, რადგან ჩვენთვის მთავარი იყო არა სადამსჯელო ღონისძიების გატარება, არამედ მთავარია, პარლამენტის წევრები გამხდარიყვნენ ის ადამიანები, ვისაც მსგავსი მანდატი ხალხმა მისცა”, – აცხადებს დეპუტატი.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატშიც იქნება.

„ყველა შემთხვევაში, კომიტეტმა ის დასკვნა მოამზადა, რაც კანონით არის განსაზღვრული. ოპოზიციონერი დეპუტატების შემთხვევაში ვამბობდით, რომ საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილი იყო, მათთვის გაზაფხულზე უფლებამოსილება შეეწყვიტა, მაგრამ ასევე კონსტიტუციაშია ჩანაწერი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. რას მიიღებს, ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე დამოკიდებული. გეთანხმებით, რომ შეიძლება, პოლიტიკური მოსაზრება იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
ახალი ამბები

შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით

18:28 05-11-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

12:55 05-11-2026
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved