იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია შელაგდა შიგნით, აზრი დაკარგა ბოიკოტის ეფექტმა – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
“მათი შესვლა პარლამენტში არის უპატიებელი ცოდვა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე. იმ ფონზე, როდესაც მთელი ოპოზიცია შელაგდა შიგნით, აზრი დაკარგა ბოიკოტის ეფექტმა იმ გაგებით, რომ ჩვენ შევძლებდით ახალი საპარალამენტო არჩევნების გამოწვევას. მივწერე წერილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს იმის თაობაზე, რომ მოამზადონ ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები პარლამენტში ჩემი შესვლისათვის. ამაზე კი პასუხი იყო ის, რომ საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე, ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს იხილავენ,”- აცხადებს ნათელაშვილი.














კომენტარები