• რეკლამა
  • კონტაქტი
00:21, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნებ, მე რომ აღარ ვიქნები, ყველას ეშველოს-მეთქი” – შშმ პირის დედამ ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდი სცადა

ალია ავტორი - ალია
11:26 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

მძიმე სოციალური ფონისა და ხელისუფლების უყურადღებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედამ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სუიციდი სცადა.

თამუნა იარაჯულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც გაზი ჩაუჭრეს და მის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს სიცივეში ყოფნა გაუჭირდა.

ქალმა გაზრდილი ტარიფის გამო, დავალიანების გადახდა ვერ შეძლო და კომპანიისგან თარიღის გადავადებას ითხოვდა.

მწვავე პროტესტი, თამუნა იარაჯულმა ჯერ კანცელარიის შენობაში გამოხატა და პრემიერთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვდა, მოგვიანებით კი ივანიშვილის სასახლესთან მისვლა გადაწყვიტა. მომხდარის გამო მრავალშვილიანი დედა, პოლიციაში გუშინ გამოკითხეს.

“ბატონო ბიძინა, რატომ დაგვიტოვეთ ისეთი მთავრობა, რომელმაც ბიუჯეტი ჩაიდო ჯიბეში, ქვეყანა ჩაიდო ჯიბეში და ჩვენი შვილები უნდა გაიყინონ ამ ზამთარს, უნდა დაიხოცონ. ერთი წამი იყო გაელვება, რომ იქნებ მე რომ აღარ ვიქნები, ყველას ეშველოს-მეთქი. როგორ მივიდე და ვუთხრა აუტიზმის მქონე შვილს, რომ დაწვეს სითბოში, ჰიპერაქტიურია, უნდა ირბინოს. ხომ შეიძლება ქვეყანამ იმუშაოს ისე, რომ მარტო მანქანები არ შევიძინოთ ყოველწლიურად მილიონობით საფასური, ამ ქვეყანაში მარტო თქვენ შვილებს არ წაუღოთ და ნამცეცები მაინც გადაუყაროთ სხვის შვილებს. ხომ შეიძლება, რომ ჩვენმა შვილებმაც იცხოვრონ?! ყველა ვერ გავიქცევით ამ ქვეყნიდან”, – თქვა თამუნა იარაჯულმა.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ულტიმატუმის პირობები დაწერა და პრემიერს 3-დღიანი ვადა მისცა. მრავალშვილიანი დედა, პენსიის მინიმუმ 300 ლარამდე გაზრდას, ასევე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, საყოველთაო დაზღვევას ითხოვს, სადაც გამოკვლევის, მკურნალობისა და მედიკამენტების პაკეტი იქნება და მესამე – მისი მოთხოვნაა, ზამთრის პერიოდში არავის შეუწყვიტონ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. 

მრავალშვილიანი დედა გავრცელებულ პოსტში მადლობას უხდის იმ ადამიანებსაც, ვინც მისი დავალიანება დაფარა. ბუნებრივი აირის მიწოდება მას მხოლოდ ამის შემდეგ აღუდგინეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved