• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსეთთან თანამშრომლობისთვის აშშ-მ 4 უკრაინელს სანქციები დაუწესა, მათგან 2 დეპუტატია

ალია ავტორი - ალია
11:23 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

აშშ-მ უკრაინის ოთხ ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირის გამო სანქციები დაუწესა. 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან რადას მოქმედი დეპუტატები, ტარას კოზაკი და ოლეგ ვოლოშინი. ორივე მათგანი უკრაინის პარლამენტში პრორუსულ ოპოზიციას წარმოადგენს. ეს პარტიები დაკავშირებულები არიან მოსკოვში გაქცეულ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან. ასევე სანქციები დაეკისრათ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ვოლოდიმირ ოლონიკსა და ვლადიმირ სივკოვიჩს. 

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, გამოვლენილი პირები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ)-ს დავალებით მოქმედებდნენ და წარსულში უთანამშრომლიათ რუსეთთან სუვერენული ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. 

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, კოზაკი უკრაინაში ახალი ამბების არხებს აკონტროლებს და მისი მიზანი იყო, დაემცირებინა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო გარემოცვის წევრები. რაც შეეხება ვოლოშინს, განცხადების მიხედვით, ის მუშაობდა რუსეთთან, რათა ძირი გამოეთხარა უკრაინელი მაღალჩინოსნებისთვის. ოლინიკი, რომელიც უკრაინიდან რუსეთში გაიქცა, ФСБ-სთან თანამშრომლობდა იმისათვის, რომ ინფორმაცია შეეგროვებინა უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის შესახებ, მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მაღალჩინოსანი სივკოვიჩი ცდილობდა, რომ უკრაინის მიერ ყირიმის რუსეთისათვის ოფიციალურად დათმობის იდეის ირგვლივ მხარდაჭერა აეგო. 

“დღევანდელი აქტის მიზანია, გამოააშკარავოს და ძირი გამოუთხაროს რუსეთის განგრძობად დესტაბილიზაციის მცდელობას უკრაინაში. ეს აქტი ცალკე უნდა განვიხილოთ იმ მაღალი გავლენის ზომებთან, რომელსაც ამზადებენ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები იმისათვის, რომ რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ განაგრძობს უკრაინაში შეჭრას”. – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved