კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ხვალ, 21 იანვარს 47 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით ნინო მიქიაშვილი სიცოალურ ქსელში წერს:
,,მისი კულტურის მინისტრობა ღვთის საჩუქარია. დაბადების დღეს წინასწარ ვულოცავ, მშვენიერ საჩუქარს უმზადებენ ,,ნაციონალები” და მათი საცეცები. აბა, გაიხსენეთ, რომელ მინისტრს უწყობენ გადადგომის მოთხოვნით აქციებს და თან საკუთარ დაბადების დღეზე?!
სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პარასკევს დანიშნული აქცია და ,,ნაციონალურ” არხებზე ატეხილი წივილ-კივილი იმის დასტურია, რომ კულტურის სამინისტროს აღებული გეზი არის სწორი და მართალი!
ღმერთმა მოუმართოს ხელი თეა წულუკიანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მთელი გულით მის გვერდითაა და განზე არ იყურება” – წერს ნინო მიქიაშვილი.
			

                                
                                

                                









კომენტარები