• რეკლამა
  • კონტაქტი
11:41, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაქცინის გვერდითი მოვლენების 2/3-ზე მეტი პაციენტის მოლოდინის გამო ვითარდება – ახალი კვლევა

ალია ავტორი - ალია
17:48 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოვიდვაქცინით აცრის შემდგომ ხშირ გვერდით ეფექტთა 2/3-ზე მეტი არა თავად ვაქცინით, არამედ პლაცებოს ეფექტის ნეგატიური ვერსიით, “ნოცებოს ეფექტითაა” გამოწვეული. ამ დროს პაციენტს გვერდითი მოვლენები მხოლოდ მოლოდინის გამო უვითარდება.

აშშ-ის მეცნიერებმა კოვიდვაქცინათა 12 კლინიკური ცდიდან მოპოვებული მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღებისას ნოცებოს ეფექტს გვერდით მოვლენათა დაახლოებით 76% მიეწერებოდა, მეორე დოზისას კი — დაახლოებით 52%.

მათ მიგნებებს თუ დავუჯერებთ, მსუბუქ გვერდით მოვლენათა — თავის ტკივილი, ხანმოკლე დაღლილობა, მკლავის ტკივილი — მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინის კომპონენტების მიერ გამოწვეული არაა. დამნაშავე კერძოდ ნოცებოს ეფექტის აღმძვრელი ფაქტორებია, მათ შორის შფოთვა, გვერდითი მოვლენების მოლოდინი და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების აცრისათვის მიწერა.

აქედან გამომდინარე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნოცებოს ეფექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, აცრის მაჩვენებელიც გაზარდოს, რადგან ზოგი ადამიანი სწორედ შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო ორჭოფობს.

“პაციენტებისთვის იმის თქმა, რომ ვაქცინას ისეთივე გვერდითი ეფექტები აქვს, როგორიც ცდების ფარგლებში პლაცებოს შეყვანას, მათ შფოთვას უმცირებს და გვერდითი ეფექტების აწონ-დაწონვის საშუალებას აძლევს, თუმცა დამატებითი კვლევა გვესაჭიროება”, — განაცხადა ტედ კაპჩუკმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved