• რეკლამა
  • კონტაქტი
17:00, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერია ვარკეთილის მეტროს ხელახალი რეაბილიტაციისთვის 7 057 389 ლარის დახარჯვას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
15:25 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ვარკეთილის მეტროს ხელახალი რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 057 389 ლარია, რაც მეტროს რეკონსტრუქციასა და კაპიტალური რემონტის სამუშაოებს მოიცავს.

ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 16 თებერვლიდან იწყება და 21 თებერვლამდე გაგრძელდება.

სამუშაოები ითვალისწინებს ბაქნის და ესკალატორების გვირაბის, აზბესტის ჭერის დემონტაჟს, ჭერის, ე.წ. დამცავი ქოლგის მოწყობას, ინტერიერის სრულ განახლებას, ესკალატორების ბალუსტრადების განახლებას, განათებისა და შიდა სავენტილაციო სისტემის განახლებას, ბაქნის იატაკის შეცვლასა და სადგურის სამეურნეო ოთახების კეთილმოწყობას.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს მეტროს ტერიტორიის ვიზუალიზაცია, რენდერების სახით:

შემსყიდველმა რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 12 თვეში უნდა დაასრულოს. 

***

2018 წელს ახალგარემონტებულ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მანამდე, 2016 წელს, როდესაც მერი დავით ნარმანია იყო, ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ “ყვარელრემმშენს” 347 848 ლარი გადაუხადეს. სამუშაოების დაწყებამდე, ეს კომპანია შესყიდვების სამსახურის “შავ სიაში” იყო, თუმცა კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა. კომპანიამ მეტრო ვარკეთილის სარემონტო სამუშაოები 2017 წლის სექტემბრის თვეში დაასრულა.

ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა “ერთი წელი გავიდა. ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია”. თუმცა ჩამონგრევიდან 4 წლის თავზე მეტროსადგური ისევ იმავე მდგომარეობაშია. 

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved