• რეკლამა
  • კონტაქტი
19:02, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

CNN: უკრაინა შოკირებულია, რომ ბაიდენმა პუტინს უკრაინაში შეჭრისთვის მწვანე შუქი აუნთო

ალია ავტორი - ალია
14:59 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ საუბარში აცხადებს, რომ შოკირებულია ჯო ბაიდენის იმ განცხადებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო შეჭრასა და „მცირე შეჭრას“ ერთმანეთისგან განასხვავებს.

„ეს პუტინს მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში შესასვლელად“, – აღნიშნა „სიენენთან“ საუბარში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის სახელსაც ამერიკული მედიასაშუალება არ ასაჯაროებს.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აქამდე აშშ-ის ადმინისტრაციისგან მსგავსი რამ არასდროს მოუსმენიათ.

„კიევი გაოგნებულია“, – აღნიშნავს „სიენენის“ რესპონდენტი.

წუხელ გამართული პრესკონფერენციის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის „მცირე შეჭრას“ შესაძლოა, მოჰყვეს ნაკლები რეაგირება, ვიდრე ფართომასშტაბიან ინტერვენციას.

„ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ, თუმცა თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved