მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
“მგონი საზოგადოებაც დაიღალა ამ სააკაშვილით, რა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? დაზარალებული არის 300 000- ზე მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელიც აწამეს, ტერორში ჰყავდათ წლების განმავლობაში და სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს. რა დაზარალებული მიშა?- ალბათ, ხუმრობს, საახალწლო ხუმრობაა. ის ზის ციხეში დამსახურებულად, კონკრეტული დანაშაულების გამო.” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნას.
კომენტარები