Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა – 903, იმერეთი – 510, ქვემო ქართლი – 196, შიდა ქართლი – 238, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი – 130, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 021 943 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 946 255, გარდაიცვალა 14 582 პაციენტი.
კომენტარები