• რეკლამა
  • კონტაქტი
19:03, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით – პაატა იმნაძე

ალია ავტორი - ალია
10:36 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. ჯერ კიდევ არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა. 

როგორც,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს,  ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად არ უნდა ვიყოთ.

„ომიკრონი“ უკვე პრევალირებს ქვეყანაში. „ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ტელიფოციტების სისტემაზე „ომიკრონი“ ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, ისე როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“  დროულად და სადაც საჭიროა, ყველგან, ვატაროთ  პირბადე“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმით, აცრა სიკვდილისგან დაცვას უზრუნველყოფს.

„საქართველოში ახალი მუტაციების წარმოქმნის შანსი დიდი არ არის იმიტომ, რომ ჩვენი პოპულაცია საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ ახალი მუტაცია წარმოიქმნას. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა დაბალია. მთავარია ჩვენ ვიყოთ აცრილები იმისათვის, რომ კორონამ ნაკლები ზიანი მოგვაყენოს. 

„ომიკრონი“ არ აქცევს ყურადღებას არც გადატანას და არც აცრის სტატუსს. ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს. ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ“, – დასძენს პაატა იმნაძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved