• რეკლამა
  • კონტაქტი
13:41, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

13 მილიონერი პარლამენტარიდან 2021 წელს ოთხს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს, ორმა 2-ჯერ, ერთმა 3-ჯერ ჩართო – სია

ალია ავტორი - ალია
19:47 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართული ოცნებიდან პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს 4 მათგანს სხდომებზე მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს, ორმა 2-ჯერ, ხოლო ერთმა 3-ჯერ ჩართო.

ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

ვასილ ჩიგოგიძე – 0
ირაკლი ხახუბია – 0
ვიქტორ ჯაფარიძე – 0
ელგუჯა გოცირიძე – 0
ისკო დასენი – 2
გოჩა ენუქიძე – 2
ზაალ დუგლაძე – 3
პაატა კვიჟინაძე – 7
ანტონ ობოლაშვილი – 8
გიორგი ამილახვარი – 16
თამარ ტალიაშვილი – 26
ბექა ოდიშარია – 27
ნინო წილოსანი – 116


ორგანიზაციის ცნობით, მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება: ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე.

“მდუმარე დეპუტატები შეგვიძლია ვუწოდოთ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც წლის მანძილზე ხმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, ამ სიაში კი 8 დეპუტატი მოხვდა: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი”. – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 186,754,900 ლარი გამოიყო. ბოლო სამი წელია წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება, ისევე როგორც შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხების მოცულობა მუდმივად იზრდება. 2020-2022 წლების განმავლობაში 1131-დან 1882 ადამიანამდე იყო დასაქმებული, ხოლო მათი შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ჯამში 99,337,800 ლარი დაიხარჯა, რაც სამი წლის განმავლობაში სრული დაფინანსების 53% შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას, ის 4624 ლარიდან 6740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

“2021 წელს განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, პანდემია, ინფლაცია, სასამართლო რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნები, აქციები და ძალადობრივი შემთხვევები, ცხადია პარლამენტის წევრებს ბევრი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ჰქონდათ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. ამასთანავე 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი.

თუმცა მიუხედავად განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%, მათ შორის 12% მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია”. – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

თეგები: პარლამენტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved