• რეკლამა
  • კონტაქტი
02:38, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“День Победы-საც აღნიშნავს”, “სად იპოვეთ?”, “სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს ოკუპანტი რომ არ იყოს!” – რას წერენ ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორზე?

ალია ავტორი - ალია
19:38 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

NYT-ში გამოქვეყნებულმა მასალამ, ბიძინა ივანიშვილზე, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, დღეს, რამდენიმე ადამიანი, თითქმის ერთდროულად აქვეყნებს სქრინებს და წერს სტატიის ავტორზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, პირდაპირ განაცხადა, რომ მასალა შეკვეთილია.

ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი:

“ეს ივან ნეჩეპურენკო, სად იპოვეთ? თან როგორ გაგახარათ?! იქნებ აღტინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ ვინ არის ეს ყმაწვილი?! ის ნეჩეპურენკო ხომ არაა, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული და როგორც კრემლის რუპორი გამორჩეულად ანტიდასვლურ მოსაზრებებით გამოირჩევა, რომ არაფერი ვთქვათ თუ როგორ უჭერს მხარს სეპარატისტების დამოკუდებლობას! ყოჩაღ თქვენ თუ ეს ტიპიური ვიგინდარა თქვენ მოკავშირეა!”

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე:

“ორი დღეა, ხბოს აღტკინებით გაჰკივიან ნაცების სამარცხვინო ტელევიზიები, აქაოდა ბიძინა ივანიშვილზე უცხოურ მედიაში კრიტიკული სტატია დაიწერაო. გაჰკივიან, მაგრამ არაფერს ამბობენ სტატიის ავტორზე. ჰოდა რადგან თქვენ სიმართლის თქმა არ გსურთ საზოგადოებისთვის, ახლა მე მომისმინეთ. აი მაგ შეკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა. ეს კაცი ბევრჯერაა შემჩნეული პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციული ინფორმაციის გავრცელებაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ნაცებო და ნაც ტელევიზიებო, სირცხვილი და სინდისი რომ არ გაქვთ და მუდამ რუსულ საქმეს ემსახურებოდით და ემსახურებით, ეგ ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც შეინარჩუნეთ სახე და სტატია მაინც დაუკვეთეთ ისეთ ადამიანს, ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის მაძაგებელი რომ არ იყოს!”

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:

“New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია ივანიშვილზე, სადაც მისი მხოლოდ გიგანტური ხეებისადმი გატაცებაა ყურადღების ცენტრში, საინტერესოა ავტორის კუთხით.როგორც ყოველთვის, საააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილისტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია. სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია, იმყოფებოდა გაგრაში. სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც [რა საინტერესო დროშაა] არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე. მის სოცქსელებში კიდევ სხვა საინტერესო ფოტოები იძებნება…”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია აბაშიძეზურაბ ქადაგიძელევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved