Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 340-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 632 527 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.
კომენტარები