პროტესტი გრძელდება – უკვე მესამე დღეა, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია.
ისინი ამბობენ, რომ მანამ, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო ხელფასებისა მატებასა და შრომის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნებს არ შეასრულებს, გაფიცვას და საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.
მომდევნო აქციას სოც. აგენტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 20 იანვარს გამართავენ. მათ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურთ.
კომენტარები