• რეკლამა
  • კონტაქტი
05:45, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანდემიის დასასრული ახლოსაა – ნობელის პრემიის ლაურეატი, ბიოფიზიკოსი

ალია ავტორი - ალია
15:16 03-19-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

დიდ ბრიტანელი, ებრაელი და ამერიკელი ბიოფიზიკოსი, 2013  წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, აშშ-ის ეროვნული აკადემიის წევრი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი 1987 წლიდან. მაიკლ ლევიტი კორონავირუსისგან გამოწვეულ პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ „პანდემიის დასასრული ახლოსაა“.

ლევიტმა იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთში ვირუსი მარტის ბოლოსთვის გაქრება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ლევიტი ეპიდემიოლოგი არ არის, მან თებერვალში ზუსტად იწინასწარმეტყველა ინფექციის გავრცელების რიცხვის შემცირება ჩინეთში.

იგი პროფესიით ბიოფიზიკოსია, მისი მეუღლე კი ჩინური ხელოვნების მკვლევარი. შესაბამისად, ისინი მუდმივად მოგზაურობენ ამერიკაში, ისრაელსა და ჩინეთში. როდესაც ჰუბეის პროვინციაში ვირუსის გავრცელება დაიწყო, ლევიტმა დახმარებისთვის ჩინელ მეგობარს მიმართა.

როგორც ბიოფიზიკოსი ამბობს, თავდაპირველად, როდესაც ინფექცია გავრცელდა, ჰუბეის პროვინციაში ყოველდღიურად 1800 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

6 თებერვლისთვის ამ რიცხვმა 4700-ს მიაღწია. თუმცა 7 თებერვლის შემდეგ რაღაც შეიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვმა ნელ-ნელა კლება დაიწყო. მომდევნო კვირაში ასევე იკლო გარდაცვლილთა რიცხვმაც. ამ რიცხვებზე დაყრდნობით იგი დააკვირდა, რომ ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდებოდა.

ის, რომ ინფექციის მაჩვენებელი შენელებულია, ნიშნავს იმას, რომ პანდემიის დასასრული ახლოსაა

უცხოური გამოცემის ცნობით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლევიტი უყურადღებოდ ტოვებს იმ რეკომენდაციებს, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ხელისუფლება გასცემს.

„რაც უფრო დაიცავთ თავს სხვებთან უშუალო კონტაქტისგან, მით უფრო შეგეძლებათ ვირუსის კონტროლი. ასე რომ, ამ პირობების გათვალისწინებით, შესაძლებელია სამ დღეში მხოლოდ ერთი ადმიანი დაინფიცირდეს. ეს კი ვირუსის გავრცელების ტემპს შეაჩერებს“,- აღნიშნავს ლევიტი.

გლობალური თვალსაზრისით, ლევიტს კონკრეტული ქვეყნების მიხედვით წინასწარმეტყველება უჭირს.

მისი თქმით, ჩინეთი უახლოვდება იმ პოზიციას, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ნულის ტოლი იქნება.სამხრეთ კორეა უკვე გადავიდა ამ ეტაპზე და ინფიცირებულთა რიცხვს ამცირებს.

რაც შეეხება იტალიას, ლევიტის თქმით, ქვეყანაში ინფიცირებულთა მაღალი რიცხვი გამოწვეულია იმით, რომ იტალიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მოხუცებს შეადგენს.

„იტალიური კულტურა სხვანაირია, იქ უფრო თბილი ხალხი ცხოვრობს, განსხვავებული კულტურა აქვთ. ამის გამო მთავარია ყველამ თავი შეიკავოს ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტისგან“

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved