გიგი უგულავა დევნილი მოქალაქის თვითმკვლელობას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა:
„ბოლომდე ვერასდროს ვიაზრებდი სისხლის სამართლის კოდექსის, თვითმკვლელობამდე მიყვანის, მუხლს. სასტუმრო ქართლში, აფხაზეთიდან დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგიკულმა სიკვდილიმა მეხივით დაიქუხა. მთავრობამ/სახელმწიფომ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ცხადია მას არც არავინ გამოიძიებს. ეს სურათი მძაფრად ასახავს ჩვენს დღევანდელ ყოფას. სიკვდილის მერე თავზე წამომდგარი, გარსმოხვეული სახელმწიფო მდუმარე პოლიციელების სახით. უკან მიდევნებული ლამპარივით. კატასტროფაა.
ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს“ – წერს გიგი უგულავა.














კომენტარები