• რეკლამა
  • კონტაქტი
22:57, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის და რა შემთხვევაში ჩაუტარდება PCR ტესტი უფასოდ – NCDC-ის განცხადება

ალია ავტორი - ალია
18:36 01-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

სიმპტომიან პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით COVID 19 არ დაუდასტურდებათ, PCR ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

NCDC წერს, რომ დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე ჩატარდება.

“ტესტირება COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება;

ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება

საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით;

უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით;

მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved