• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ეჭვი გაქვთ, რომ სხვა შემთხვევაში გატყუებენ ექიმები, საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებ ახლა! – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
17:24 01-16-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებულ ისტორიას ჰყვება, და ვაქცინის საიმედოობაზე საუბრობს.

„სამოც წელზე მეტია ამ ქალაქში ვცხოვრობ, ზომიერი ექსტრავერტი ვარ და ამის გამოც, ცხადია ბევრი ნაცნობი მყავს აქ.

საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრნი არიან ისეთებიც, ვინც ბავშვობიდან მიცნობენ – ნათესავები, კლასელები, ბაღელებიც(!), ჯგუფელები და ა.შ. უმეტესობას ახსოვს, რომ არ გამოვირჩეოდი კაჟივით ჯანმრთელობით – პირიქით! წელს არ ვმაზავდი (განსაკუთრებით ცივ სეზონზე) გრიპით, ან ფილტვების ანთებით არ ჩავწოლილიყავი, რაც ჩემს დაში, სკოლის ასაკში, მკვეთრად გამოხატულ, დაუფარავ შურს იწვევდა – ის ვერაფრით “ახერხებდა” ავად გახდომას და სკოლის გაცდენას. ბოლო ფილტვების ანთება, არც თუ მსუბუქი, 2020 წლის იანვარში მქონდა საქართველოში კოვიდ პანდემიის დაწყებამდე 2 თვით ადრე…

ბოდიშს ვიხდი, ასეთი დეტალებისთვის, მაგრამ დავრწმუნდი – თუ აბსოლუტურად გულწრფელი არ ხარ და ამავდროულად ყველასთვის გასაგებ ენაზე არ საუბრობ, ისე ვერ შედიხარ მკითხველის, მსმენელის გულში, გონებაში და რაც ძალიან გინდა გააგებინო თანამოძმეს – მხოლოდ ასე, შიშველი სიმართლით და მაგალითებით! – სხვა შემთხვევაში, მხოლოდ კიჩური მოწოდებებია “მთავარი ექიმისგან”, რომელიც გულს ვერ გაივლის და უადრესატოა…
2020 წლის მარტის შემდეგ პირბადე არ მომიცილებია, ველოდი ვაქცინის შექმნას, რა თქმა უნდა გავიკეთე პირველივე დღეს აცრა, შემდეგ ბუსტერიც და ეს ხშირად მოავადე კაცი, მოვედი აქამდე. რომ გადავხედე, ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელობიდან და წამყვანი ექიმებიდან მხოლოდ ორნი – მე და ქირურგი ერეკლე გოცაძე გადავურჩით კოვიდს… ჯერჯერობით..თანაც, თანამშრომლების უმეტესობას, კოვიდი კლინიკის გარეთ, სახლში ან სხვაგან გადაედოთ. გუშინწინ, პარასკევამდე, სამნი ვიყავით; ჩემს ერთ მოადგილესაც არ ჰქონდა, რამდენიმე დღის გატესტილიც იყო, ამიტომ საღამოს, სამსახურის შემდეგ, მშვიდად გადავედით სასადილოდ მეზობელ სახინკლეში. სამმა მოწვეულმა ადამიანმა სხვადასხვა მიზეზით უარი გვითხრა დაგვწვეოდა – შევრჩით ჩვენ ორნი, ვისადილეთ, წავედით სახლში და მეორე დღეს, ანუ გუშინ ისევ გაიტესტა და კოვიდი აღმოაჩნდა!..

მივედი იმ ძირითად სათქმელამდე, რის გამოც ამდენი პირადი და უინტერესო მოვყევი: ჯერჯერობით სიმპტომები არ მაქვს, აცრილ- დაბუსტული რომ არ ვიყო- 99% არ მექნებოდა შანსი არ გადადების. ახლა, ასეთი ფორმატის კონტაქტის (სადილობა დიდი რისკია გადადებისთვის) გამო, ალბათ მხოლოდ 30-40% მაქვს შანსი რომ არ გადამედოს და ჩემი წონის, დიაბეტისგან მიდრეკილების, ზოგადად იმის გამო, რომ როგორც აგიხსენით სასუნთქი სისტემა ჩემთვის ბავშვობიდან locus minor, ანუ სუსტი არეა – თუ დამემართა, შეიძლება ძალიან გამრთულებოდა დაავადება, მაგრამ სრულიად გულწრფელად გეუბნებით (თუ ეჭვი გაქვთ, რომ სხვა შემთხვევაში გატყუებენ ექიმები, საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებ ახლა!), სწორედ იმ აცრა – ბუსტერის იმედი მაქვს! თუ მაინც დამემართა (70%-მდეა ამის შანსი), ძირითადად ის დამიცავს შემდგომი გართულებებისგან“, – წერს დავით გადელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved