დიდთოვლომა მაღალმთიან აჭარაშ პრობლემები შექმნა. პარალიზებულია გზები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ქედას, ხულოს და შუახევის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივები დიდთოვლობას საკუთარი ძალებით ებრძვიან. სტიქიასთან მარტო დარჩენილ ადამიანებს საავადმყოფომდე მისვლაც არ შეუძლიათ. ისინი დახმარებას ითხოვენ.
უგზოობა და უშუქობაა. ამ წუთებში არცერთ სოფელში გზა არ არის. როგორც ვხვდებით ხელისუფლება არ იყო მზად ან გულთან არ მიიტანეს, არ შეასრულეს ზამთრის მოსაზადებელი პერიოდი რასაც ჰქვია, მძიმე ტექნიკის გამართვა, – ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომდგენელი.














კომენტარები