გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
„ამჟამად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ნალექი, ძირითადად, თოვლის სახითაა. ცივი ჰაერის მასების გავრცელება განსაკუთრებით მოსალოდნელია 17-18 იანვრის ღამის საათებში, რაც, მთელ საქართველოში, ღამით, ყინვების გაძლიერებას გამოიწვევს. ყინვები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის მასების გავრცელებით იქნება გამოწვეული“, – აცხადებს დოდო გვაზავა.
შედარებით გამოსწორდება მდგომარეობა 20 იანვრიდან და ტემპერატურაც ცოტათი აიწევს.
კომენტარები