იტალია კოვიდტესტირების წესებს ცვლის. სულ მალე ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კარანტინის პროცედურების გამარტივება გახდება შესაძლებელი. კონკრეტულად კი, იზოლაციის პერიოდის განსაზღვრისთვის საკმარისი იქნება იმ ტესტის გაკეთება, რომელსაც აფთიაქებში ყიდიან და მისი გამოყენება უმარტივესია.
ეს იმას ნიშნავს, რომ მოლეკულური, ან სწრაფი ტესტის გასაკეთებლად საჭირო აღარ იქნება გრძელ რიგებში დგომა და ფინანსურადაც შეღავათიანია, რადგან ტესტი, რომელიც თვითგამოკვლევისთვის გამოიყენება, მხოლოდ 7.50 ევრო ღირს.
პირველი რეგიონი, რომელშიც აღნიშნული გადაწყვეტილება მომავალი კვირის ორშაბათიდან შევა ძალაში, ემილია-რომანიაა. სიახლის შესახებ, რეგიონის გუბერნატორმა ბონაჩინიმ განაცხადა. ამისათვის გამოიყო სპეციალური ინტერნეტპლატფორმა, სადაც პირი ტესტის ფოტოს დართვით, შედეგს დააფიქსირებს.
აღნიშნული პროცედურის ჩატარება იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც კოვიდვაქცინის ორი დოზით მაინც არიან აცრილები. პროგრამა სამედიცინო ბიუროკრატიის შესამსუბუქებლად და პროცედურების გასამარტივებლად შეიქმნა.
კომენტარები