დიდთოვლობამ და უამინდობამ პრობლემები ქუთაისშიც შექმნა. გაუწმენდავი გზების გამო შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. გადაადგილება უჭირთ ფეხით მოსიარულეებსაც. გზებზე არ იყრება ტექნიკური მარილი. ამ დრომდე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვერცერთი ცენტრალური ქუჩის გაწმენდა ვერ მოახერხა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში.
მოსახლეობა ხელისუფლების უყუყრადღებობაზე საუბრობს.
მძიმე მდგომარეობაა, პატრონი არ ჰყავს არაფერს, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
კომენტარები