Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 222 შემთხვევა, აჭარა – 768, იმერეთი – 483, ქვემო ქართლი – 189, შიდა ქართლი – 203, გურია – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -159, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -14.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 995 687 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 928 441, გარდაიცვალა 14 449 პაციენტი.
კომენტარები