ზამთრის არდადეგები დასრულდა. 17 იანვრიდან სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდება, – ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მშობლებს კვლავ ეძლევათ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება“, – აცხადებენ სამინისტროში.
კომენტარები