• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პანდემიისას საქართველოში 11 იახტა გაიყიდა – Azimut Benetti Group-ი

ალია ავტორი - ალია
11:15 01-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

2020-2021 წლებში საქართველოში 11 იახტა გაყიდა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ იახტების მწარმოებელი კომპანია Azimut Benetti Group-ის რეგიონულმა მმართველმა, გიორგი ჩიკვაიძემ ისაუბრა.

„იახტებზე მოთხოვნა გაიზარდა. პანდემიის 2 წელიწადში ჩვენმა კომპანიამ 11 იახტა გაყიდა. პირველი ლოქდაუნის დროს შვიდი, ხოლო მეორე ლოქდაუნის დროს – ოთხი იახტა, რომელთა მფლობელებიდან 10 ქართველია, ხოლო ერთი უცხოელი, რომელიც საქართველოში ბიზნესითაა დაკავებული”, – აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

გაყიდული იახტების მინიმალური ფასი 300 ათასი ევრო იყო, ყველაზე ძვირად ღირებულის კი 3 მილიონ 300 ათასი ევრო.

აღსანიშნავია, რომ იახტებზე მოთხოვნის ზრდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში შეიმჩნევა. Azimut Benetti Group-ის რეგიონული მმართველის აზრით, ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ იახტა საუკეთესო საშუალებაა გაერიდო ხალხმრავლობას, გქონდეს კომფორტი და კოვიდისგან შედარებით დაცულად იგრძნო თავი.

მისივე თქმით, იახტების გაყიდვების მხოლოდ 40% უკავშირდება პანდემიას, ხოლო 60% საინვესტიციო მიმართულებას.

„იახტები იძლევა ძალიან ბევრ საშუალებას აწარმოო ბიზნესი. მაგალითად მასზე შეიძლება ადამიანმა დაარეგისტრიროს კომპანია. პანდემიის პერიოდში იახტები მსოფლიოში იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ ფასი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. თუ ადამიანს უნდა ახალი იახტის შეძენა, ამისთვის მინიმუმ ორწლიანი ლოდინია საჭირო”, – აღნიშნავს ჩიკვაიძე.

Azimut Yachts-ი იახტების მწარმოებელი იტალიური კომპანიაა, რომლის ფილიალი Azimut Yachts Georgia საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved