• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაძლოა, იჯარით გაიცეს

ალია ავტორი - ალია
10:53 01-15-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შესაძლოა, იჯარით გაიცეს. აღნიშნული ინიციატივა „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტს მალე წარედგინება.

მისი თქმით, კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება. როგორც მან აღნიშნა, საგაზაფხულო სესიაზე, მისი მოხსენება სწორედ ამ საკითხს შეეხება და პარლამენტს წარედგინება ინიციატივა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.

„ციხე-ქალაქები, ციხე-დარბაზები, კოშკები, რომლები ათასობით არის საქართველოში განადგურების პირასაა. როდესაც ამ საკითხს ჩავუღრმავდი და ვფიქრობდი, ანონსად ვამბობ, რაზეც მე საგაზაფხულო სესიაზე მექნება მოხსენება და ახლავე შემიძლია ვთქვათ, რომ კერძო კაპიტალი თუ არ შევა ციხესიმაგრეებში, ყველა განადგურდება, აბსოლუტურად.

თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ეს მემკვიდრეობა, კერძო კაპიტალი უნდა შევიდეს. აქ არის ფორმები, შეიძლება ძალიან გრძელვდიანი იჯარები. ეს არის მთელ დასავლეთ ევროპაში. ახლა რასაც ვუყურებ, ჩეხეთშია ციხესიმაგრეები გამოტანილია გასაყიდად, იტალიაში არაჩვეულებრივი პროგრამაა, სადაც 1 ევროდ აძლევენ 9-წლიანი იჯარით და კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით. ავსტრიაში, შოტლანდიაში, ინგლისში და იქ ძალიან პრესტიჟულია ციხესიმაგრეში ცხოვრება.

ერთ-ერთი ყველაზე მოვლილი ობიექტი, რომლის იჯარით გაცემის წინააღმდეგი ვიყავი და აქვე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ვნანობ მაშინდელ ჩემ პოზიციას, იმიტომ, რომ უცოდინრობით მომივიდა, ორს ვიტყვი, ეს არის შატო-მუხრანი, ივანე მუხრანბატონის მემკვიდრეობა, რომელიც იყო განადგურებული და კერძო კაპიტალის შედეგად არის ახლა ასეთი მოვლილი, როგორიც არის.

ასევე წინანდლის მამულის გასხვისების წინააღმდეგი ვიყავი, აბა შეხედეთ ახლა როგორ გამოიყურება წინანდალი, შედიხარ და გიხარია ქართველი რომ ხარ, ისეთი განვითარებაა. ყველაზე კარგად რეაბილიტირებული ძეგლია, ყველაზე მოვლილია. გარდა ამისა, კაპიტალის შესვლის შემთხვევაში უამრავი ადამიანი დასაქმდება, და პირველი არის ის, რომ გადარჩება ძეგლი. ფიზიკურად ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved