• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, ორშაბათი, 29 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წლის ბოლოს გერმანიაში არცერთი ატომური ელექტროსადგური აღარ იქნება

ალია ავტორი - ალია
18:41 01-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

გერმანიაში დარჩენილი 6 ატომური ელექტროსადგურისგან ნახევარი წლის დასაწყისში დაიხურა, მეორე ნახევარი კი მიმდინარე წლის დასასრულს დაიხურება. ამ 6 სადგურით გერმანიაში ელექტროენერგიის 12%-მდე გამომუშავდება.

ბირთვული ენერგიის წარმოების ეტაპობრივი შეჩერების გადაწყვეტილება გერმანიაში 2002 წელს მიიღეს. 

2005 წელს, კანცლერად არჩევის შემდეგ, ანგელა მერკელმა გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა 2011 წელს იაპონიაში ფუკუშიმას კატასტროფის შედეგედად გერმანია 2002 წლის პოზიციას დაუბრუნდა და ბირთვული ენერგიის წარმოების შეჩერების თარიღად 2022 წელი დასახელდა.

გერმანიაში მიზნად ისახავენ მზის და ქარის ენერგიების წარმოების განვითარებას, რათა 2030 წლისთვის ქვეყნის ელექტროოენერგიის 80% სწორედ ამ წყაროებისგან გამომუშავდებოდეს. 2045 წლისთვის კი გერმანიას ნხაშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა სურს, ევროპის ქვეყნების უმეტესობაზე 5 წლით ადრე.

ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შედეგად გარემოს დამაბინძურებელი აირების დიდი რაოდენობა არ გამოყოფა, თუმცა, უშუალოდ მათი აშენების და შემდეგ უკვე დეკონსტრუქციის შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით სათბური აირები, რის გამოც ევროკავშირის ქვეყნებს ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

ევროკავშირის “მწვანე შეთანხმების” (Green Deal) თანახმად, ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის, ბელგიაც ატომური ელექტროსადგურების დახურვას 2025 წლის ბოლომდე აპირებს, საფრანგეთი კი, რომლის ენერგოგენერაციის 70% სწორედ ბირთვულ ენერგიას შეადგენს, კიდევ უფრო მეტი ატომური ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ამ ტიპის ენერგია მწვანე ენერგიას მიეკუთვნება.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved