კლუბები “ხიდი” და “ბასიანი” კორონავირუსის მკვეთრად გავრცელების გამო ღონისძიებების გამართვას დროებით წყვეტენ, – ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ამაღამ კლუბში KHIDI ზამთრის უკანასკნელი საკლუბო ღამე გაიმართება. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, რომელშიც კლუბების წვლილი მინიმალურია, არ გვაძლევს თავაწეულად და სრულფასოვნად ფუნქციონირების საშუალებას, – წერს “ხიდის” ადმინისტრაცია.
BASSIANI/HOROOM-ის მიმდინარე კვირას დაგეგმილი 14 და 15 იანვრის საკლუბო ღამეები, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე იქნება ბოლო წვეულებები, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიმართება, – წერს “ბასიანის” ადმინისტრაცია.














კომენტარები