• რეკლამა
  • კონტაქტი
11:42, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაუტოვეთ წერილი ღარიბაშვილს” – რას პასუხობს მთავრობა დევნილებს

ალია ავტორი - ალია
17:09 01-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებელი, სადაც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო არ არის და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩამოცვენილი ბათქაშის გამო ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობაც დაუზიანდა და მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. ასეთივე შემთხვევა მოხდა გუშინაც, რა დროსაც ოთხმა ბავშვმა მცირე დაზიანებები მიიღო.

​დევნილები უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 12 იანვარს აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდათ.

დევნილები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათი მოთხოვნები დროულად არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.

“უკიდურესად მძიმე პირობებში ვცხოვრობთ. გაუსაძლისია ჩვენს შენობაში ცხოვრება და იქიდან გამომდინარე, რომ არავინ გვაქცევს ჯანდაცვის სამინისტროდან ყურადღებას, ერთადერთი რაც დაგვრჩა არის ის, რომ მოვიდეთ კანცელარიის წინ, მშვიდობიანად, მოვითხოვთ ერთადერთი რამ, ეს არის საყოფაცხოვრებო ბინებით დაკმაყოფილება, თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება მივმართავთ უკიდურეს ფორმას და დავიწყებთ შიმშილობას”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეების თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევნილებს უთხრა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი დაეტოვებინათ.

აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ დღესვე კიდევ ერთი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართონ.

წყარო – მთავარი

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved