„რიყის დოქები“ ხუთი მცდელობის მიუხედავად არ გაიყიდა. ობიექტი 30 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა, მეოთხე აუქციონი დღეს ჩაიშალა.
რიყის ტერიტორიაზე დოქების მსგავსი ორი შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ პროგრამის “ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის” ფარგლებში გასაყიდად ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში, პანდემიის დაწყებამდე 95 მლნ ლარად გამოიტანა, თუმცა რიყის ტერიტორიაზე არსებული 14.5 ათასი კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ვერ გაიყიდა.
კომენტარები