• რეკლამა
  • კონტაქტი
16:04, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დახარჯავდა ამ ფულს არაყში? გადაჰკრავ არაყს, გაგეთიშება შუქი… დაზარალდა წესიერი გადამხდელი” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:20 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“სოციალისტური სიმახინჯის მაგალითია სვანეთის მომარაგება უფასო ელექტროენერგიით. ამან გამოიწვია მისი უყაირათო მოხმარება( განსაკუთრებით კრიპტოვალუტის კუსტარული მოპოვების გამო), რასაც მოჰყვა ელექროენერგიის დეფიციტი და ადგილობრივი ენერგოსისტემის დაზიანება ზედმეტი დატვირთვის გამო.

რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, თუ კი სვანეთში საჭირო იყო მოსახლეობის მხარდაჭერა ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სახით? უნდა მოეხდინა მომსახურების მონეტიზაცია, ანუ ფულის მიცემა განსაზღვრული მოცულობის ელექტროენერგიის შესაძენად. დახარჯავდა ამ ფულს არაყში? ეს მისი ნება იქნებოდა, გადაჰკრავ არაყს, გაგეთიშება შუქი. ახლა რა ხდება? ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული მომხმარებლისათვის შეეწყვიტათ დენის მიწოდება, ჩააბნელეს მთელი სვანეთი, დააწესეს გრაფიკი. ამით დაზარალდა წესიერი გადამხდელი. ახლა დაიწყება კრიპტოვალუტის მომპოვებლების წინააღმდეგ ომი. არა და რაში არიან ისინი დამნაშავეები-არის იაფი დენი, დადგეს სერვერი. ეს სულაც არაა უკანონო საქმიანობა. დააწესე ელექტროენერგიის საბაზრო ფასი და მორჩება ყველაფერი.

ერთი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან: 90-იანი წლების დასაყისში საქართველოში პურის ფასი იყო ყველაზე დაბალი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის და ღირდა 30 კაპიკი, რამდენჯერმე იაფი სხვებთან შედარებით. ეს მოსახლეობაზე ზრუნვის მოტივით კეთდება. ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ საქონლის პურით გამოკვება უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ქატოთი. ფქვილი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პური. საქმე იქამდე მივიდა, რომ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მოდიოდნენ ჩვენთან პურის საყიდლად( არ იყო მაშინ საზღვარი) და თავიანთ ძროხებს და ღორებს ჩვენი ფუნთუშებით ანებივრებდნენ.

მხოლოდ პურზე საბაზრო ფასების დაწესებამ შექმნა ამ სფეროში კერძო წარმოება. დღეს ეს სექტორი ყველაზე საბაზროა და კონკურენციის ხარისხიც ყველაზე მაღალია, ამიტომ სასაცილო იყო, როცა მთავრობის დავალებით ანტიმონოპოლისტურმა სამსახურმა დაიწყო პურზე ფასების ზრდის მიზეზების შესწავლა. შეკვეთა იყო, რომ ვიღაცა, განტევების ვაცი, დაესაჯათ. რა შეისწავლეს და რა დაადგინეს დღემდე არაა ცნობილი.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved