სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი:
“ტრანსპორტის ფასთან დაკავშირებით მარტო ერთ რამეს ვიტყვი, თითქმის ყველა ქვეყანაში არის ეს სისტემა და საკმაოდ ძვირი ტარიფებია, თუმცა ხელფასიც მაღალია და ხალხს აქვს შესაძლებლობა იმგზავრონ ამ ტარიფებით.
არ ძვირდებაო ტყუილია, ძვირდება!
მაგრამ იმაზე ვინმე ფიქრობთ, რომ ტაქსიც გაძვირდება ამის ფონზე? უბრალოდ დაფიქრდით, ნახევარ საათიან რიგში რამდენი დგას, რომ სამარშუტო ტაქსში ავიდეს
რამდენი ადამიანი ინახავს 4-5 სულიან ოჯახს ერთი ხელფასით, რომელიც საშუალოდ 800 ლარია. რანაირად უნდა იყიდოს ამ ადამიანმა სამგზავრო ბარათი?
არ ჭამოს? წამლები არ იყიდოს? არ ჩაიცვას? რაზე უნდა გააკეთოს ეკონომია?”
კომენტარები