• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ოთხშაბათი, 21 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რად მინდა სამინისტრო, რომელსაც 6 თებერვლის მერე, მე, „ალიამ“ უნდა მივაწოდო ინფორმაცია?

ალია ავტორი - ალია
21:12 03-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

„უცებ ზურგზე მომახტა მგელი, წამაქცია, მაგრამ კიდევ კარგი, პირქვე არ დავეცი, ვცდილობდი ხელით მოგერიებას, ორივე ხელი დამიგლიჯა, მაგრამ განსაკუთრებით მარცხენა ხელი, სახეზე დამგლიჯა, თვალი თუ გადარჩებოდა არ გვეგონა. საქონელი, ძაღლი – არც ერთი არ გაქცეულა, სხვათა შორის, ორივე ცდილობდა დამხმარებოდა“

დუშეთის რაიონში არის სოფლები საოკუპაციო ხაზთან, შეიძლება ითქვას, ზედ საოკუპაციო ხაზზე, სოფლები, რომლებსაც ოკუპანტები იჩემებენ, სოფლები, უპატრონოდ მიგდებული, დაცლილი სოფლები, რამდენიმე ოჯახით…
ერთ-ერთი ასეთი სოფელია ქარქუშაანი, რომელშიც 6 ოჯახი ცხოვრობს, მაცხოვრებელთა უმეტესობა ხანდაზმულია, დანარჩენი სახლები მიტოვებულია, ზოგი უკვე ჩამოიშალა, ზოგი ჯერ კიდევ არ დანგრეულა და მტერს თვალს უბრმავებს, მაგრამ საძირკველი უკვე გამოაცალა სახურავიდან ჩასულმა ნალექმა და საცაა წაიქცევა.
დანარჩენ სოფლებშიც არ ცხოვრობს ბევრი, ზოგან ორი ოჯახი ცხოვრობს, ზოგანც 5, მაქსიმუმ – 10 ოჯახამდე.
როგორც იქაური მაცხოვრებლები გვიყვებიან, უამინდობისას ტრანსპორტსაც უჭირს ასვლა, იმდენად ცუდი გზაა.  საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ორჯერ მიდის, სამ სოფელს დაივლის და დუშეთამდე ჩაჰყავს, მერე ისევ უკან ამოჰყავს – კვირაში ორჯერ მხოლოდ, სამშაბათს და პარასკევს.
ამ სოფლებში ყველაზე დაფასებული სპეციალობა პედაგოგობაა, სხვას არავის აქვს აქ სამუშაო, პედაგოგის გარდა და სკოლაშიც კი, პედაგოგები მოსწავლეებზე მეტნი არიან.


ცისანა ხუბაშვილი 57 წლის:


„წლებია გარეთ გასვლის გვეშინია, არ იცი, როდის წაგავლებენ ხელს და წაგიყვანენ, მერე იტყვიან საზღვარი გადმოლახეო, მეც წამიყვანეს რამდენიმე წლის წინ, ოთხი დღით დამაკავეს, მერე ახლობელმა გადამიხადა თანხა და გამომიშვეს.
ვკითხეთ, მაინც სად გადის ეს საოკუპაციო ხაზი, რომ ვიცოდეთ და არ გადავკვეთოთ – თავადაც არ იციან, ყველა სხვადასხვა გვპასუხობს, ერთი გვეუბნება რომ მინდორი ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა, ზოგი გვეუბნება რომ – არა.
მეტიც – რამდენიმე შემთხვევა იყო, მიცვალებულის დაკრძალვის უფლება არ მოგვცეს, მერე ისევ განაცხადეს, კი, სასამართლო თქვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეაო.
არასოდეს დგანან ერთ ადგილას, არასოდეს იცი წინასწარ, სად დაგხვდებიან, არ იცი, ხან ტყეში დაინახავ, ხან მინდორზე დგას და დურბინდით გიყურებს, ხან, თავისივე დადგმული აბრის აქეთა მხარეს გაკავებს და მიყავხარ – ვერაფერს უმტკიცებ და გამკითხავიც და მშველელიც არავინაა, არც ჯარი დგას ქართული, არც პოლიცია…
ხან მიყავხარ რუს ჯარისკაცს და გაკავებს, საზღვარი გადმოკვეთეო, ხან ახლოს მოდის და საუბარს ცდილობს – ვერ გაიგებ, საერთოდ რა უნდა.
არადა, ჩვენი მიწები არ გამოირჩევა მოსავლიანობით, ჩვენი მიწები გამოიყენება საძოვრებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ტყესაა და ვერ ვსარგებლობთ, მინდორსაა და შიშით ვსარგებლობთ.
ახლა ახალი „მტერი“ დაგვემატა – მგელი.
შარშან ორი დეკეული შემიჭამა, წელს ჩემს მეზობელს 120 კილოიანი ღორი დაუხრეს ბოლომდე, ერთი მაგ ღორის იმედად იყვნენ, არადა.
5 თებერვალს, იმ ოთახის კართან, სადაც მძინავს ძაღლის ყეფა მომესმა, გავედი და შუქი მივანათე, ვხედავ, ზედ კართან დგას მგელი, არც ძაღლს ეპუება. ისე, აქ მაცხოვრებელთა უმრავლესობას არც ძაღლები შეგვრჩა, ზოგი მგელმა დაგლიჯა უკვე, ზოგი გაცოფდა.
მე და დედა ვცხოვრობთ მარტო, ასაკოვანი დედა მყავს, რომელიც ავადმყოფობდა და ყველაფერს მე ვაკეთებდი სახლში. 6 თებერვალს საქონელი მომყავდა სახლში, ბინდდებოდა, უკვე ეზოსთან ვიყავი მისული, უცებ ზურგზე მომახტა მგელი, წამაქცია, მაგრამ კიდევ კარგი, პირქვე არ დავეცი, ვცდილობდი ხელით მოგერიებას, ორივე ხელი დამიგლიჯა, მაგრამ განსაკუთრებით მარცხენა ხელი, სახეზე დამგლიჯა, თვალი თუ გადარჩებოდა არ გვეგონა. საქონელი, ძაღლი – არც ერთი არ გაქცეულა, სხვათა შორის, ორივე ცდილობდა დამხმარებოდა, არ ვიცი, როგორ მოვიშორე… დედამ რომ დამინახა სულ სისხლში ვცურავდი, რომ ჩაწვა ლოგინად, მას მერე თვეზე მეტი გავიდა და საერთოდ ვეღარ დგება.
გამოვიძახეთ 112 და მოსულმა პოლიციამ გვითხრა, აქ არ არის საშიში მდგომარეობა და არ საჭიროებს ჩვენს ყოფნასო, სავადმყოფოში წამიყვანეს და სახლში მარტო დარჩენილი დედის დარდი მკლავდა, დაღამდება თუ არა, ვერავინ ბედავს ეზოს გარეთ გასვლას, და უკვე არც მგელი გვეპუება, სახლში შემოდის, არც ის ვიცოდი, დედამ კარის ჩაკეტვა მოახერხა, თუ ვერა.
თვეზე მეტი გავიდა და მარცხენა ხელი პარალიზებული მაქვს, ვერ ვამოძრავებ. ნაკერები მაქვს სახეზეც. ისეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ხალხმა გამომიტირა ლამის. ექიმმა ამიკრძალა მძიმეს აწევა 6 თვეა – მაგრამ, აბა, როგორ? ჩავარდნილ დედას და ოჯახს უნდა მივხედო. არც არავის შეუძლია დახმარება, აქ ყველანი დასახმარებლები ვართ, არც წასასვლელი გვაქვს, ვისაც გაქცევა შეეძლო, უკვე ყველა გაიქცა.
ხვალ ექიმთან ვარ დაბარებული, ბოლო ნემსი მაქვს აცრის გასაკეთებელი და ვერ წავალ, ალბათ, ორშაბათობით აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ყოველთვის სხვისი შეწუხება, უკვე მერიდება.
კაცი არ გვყავს, ძაღლი არ შეგვარჩინა მგელმა, მიწა ოკუპანტმა არ დაგვიტოვა, საფლავისთვისაც გვამადლის და რა ვქნათ? მალე სახლებში შემოგვივარდება ამ უძლურ ხალხს მგელი და დაგვჭამს.
სახლში ახლა ვართ მე  – 57 წლის, რომელიც ხელს ვერ ვამოძრავებ და საწოლადჩავარდნილი დედა, ორივენი ვართ უმწეო მდგომარეობაში – ჯერ არავინ მოსულა რაიონიდან, არავინ საერთოდ, ამბავიც არ უკითხავთ.
ადრე კარგად მოდიოდნენ? როცა იცოდნენ, რომ მინდორში გავდიოდი და საქონელი მაინც გამყავდა, მოდიოდნენ ხოლმე და მე მეკითხებოდნენ, რამე ხომ არ ვიცი იქეთა მხარეზე, ოკუპირებულ მხარეზე, გზის დაგება ხომ არ დაუწყიათ, ან მავთულხლართის გავლება – ახლა, იციან რომ სიარულიც არ შემიძლია და უსარგებლო გავხდი მეც.
ერთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამოივლის ხოლმე ისიც იშვიათად, ხან ვინმეს რამეს კითხავენ, განაპირა სახლებთან არც კი მოდიან, არც დახედავენ საოკუპაციო ხაზს, ზოგჯერ, არც არავის ესაუბრებიან, მოვლენ, დადგებიან მანქანით, არც გადმოდიან და მალევე წავლენ.
სოციალური დახმარებაც მოუხსნეს დედას უკვე წლებია, არაერთხელ ვითხოვეთ აღდგენა და უშედეგოდ. სამსახური არ გვაქვს, გზავნილებს არ ვიღებთ – არ მესმის, რატომ არ ეკუთვნის დედას მაინც, მე თუ არა – დახმარება?
რამდენიმე წლის წინ მოხდა ასე ღიად ადამიანზე თავდასხმა, ორ ბავშვს დაესხნენ მგლები თავს და ერთი გარდაიცვალა. მას მერე ადამიანზე თავდასხმა არ ყოფილა.  მას მერე რაც მნახეს სისხლში მოცურავე, დღისითაც ეშინიათ გარეთ გამოსვლის. რა ვქნათ? როგორც უკვე გითხარით, უმეტესობა ასაკოვანია – როგორ მოვიქცეთ?  უმეტესობას კილომეტრნახევრის იქედან მოაქვს წყალი, წყალიც არა აქვს სახლში უმეტესობას – ნუ დაგვხოცავთ ამ 6 ოჯახს უპატრონობით და ნუ დაგვყრით მგლების დასაჭამად.“
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ ესმის ელემენტარული – საოკუპაციო ხაზთან სოფლები, უპატრონოდ მიაგდო კი არა, განსაკუთრებულად უნდა მიხედო, რომ ოკუპირებულ მხარეს უპატრონოდ მიგდებული მიწებისა და ადამიანების წაყვანის სურვილი არ გაუმძაფრო.
ცალკე სამინისტრო კი შევქმენით და დავარქვით შერიგების სამინისტრო – მაგრამ, ერთი ცხელი ხაზი არ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიისთვის, საოკუპაციო ხაზისთვის და რად მინდა სამინიტრო, რომელსაც ცხელი ხაზიც არა აქვს? რად მინდა სამინისტრო, რომელსაც 6 თებერვლის მერე, მე, „ალიამ“ უნდა მივაწოდო ინფორმაცია?
არ მაქვს იმედი, რომ ან რაიონის, ან ცენტრალური ხელისუფლება დაეხმარება ამ ოჯახებს, ან კონკრეტულად ამ ოჯახს. აი, მოქალაქეებიდან კი თუ ვინმეს ჰქონდეს დახმარების სურვილი – დაგვიკავშირდეს!

თამო კეშელავა

ალია №9

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved