• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შევარდნაძემ ბოლომდე დატოვა პუტჩის ფორმულა “ყველას მინუს ერთი” – აი ამ ყველაფრის შედეგებს ვიმკით – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
13:00 12-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

რა მოხდა და რა პროცესები დაიწყო 30 წლის წინ, 22 დეკემბერს? – საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გერმანიაში საქართველოს დესპანი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„რა მოხდა და რა პროცესები დაიწყო 30 წლის წინ, 22 დეკემბერს? ჩემი თვალსაზრისით ეს იყო სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება უცხო ქვეყნის არმიის და სპეცსამსახურის, (მაგ. ზაკვოს გენერლები, ბეპაევი და ივანენკოვი) ასევე პოლიტიკოსების ჩართულობით, (მაგ. ელცინის შტაბის უფროსი ბურბულისი, ვიცეპრეზიდენტი რუცკოი და ა.შ.) რამაც მისი წარმატება განაპირობა პრიმარულად. ამიტომაც სახელმწიფოს, რომელიც დაფუძნების და გამყარების სტადიაში იყო, (ნუ დაგვავიწყდება, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება სულ 14 თვე არსებობდა) გაუჭირდა ასეთ ჰიბრიდულ ძალასთან გამკლავება. საიდანღაც მოდიოდა ახალი ტანკები, ახალ-ახალი შეიარაღება, ჩართულები იყვნენ რუსი კომანდოსები. შემდეგ რაც ხდება, (06.01.1992 – 31.12.1993) ეს იყო მცდელობა დამხობილი ლეგიტიმური ხელისუფლება და ქვეყანა როგორმე ბოლომდე ჩაეთრიათ სამოქალაქო ომში. ეს უნდა მომხდარიყო იმის ხარჯზე, რომ ორი “მხარე” საბოლოოდ გამოეკვეთათ. მესამე მხარე ანუ რუსეთი კი ეცდებოდა, რომ დამწვარიყო რაც შეიძლება ბევრი ქალაქი, მომკვდარიყო რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. ამავე მიზნით გააჩაღებინა რუსეთმა ჯერ სეპარატისტებს, შემდეგ კი ხუნტას აფხაზეთის ომი, რომლის შედეგიც დღემდე სახეზეა. რომ დავთვალოთ შეტაკებების რიცხვი სამეგრელ-გურია-იმერეთის არეალზე მაინც ძალიან ცოტაა – ალბათ 10-15 იქნება ერთიანად, ორ წელიწადში; მსხვერპლიც რაც იყო ერთიანად, სირიაში ამდენი ალბათ 2 კვირის ინტენსიური ბრძოლებით იღუპება. მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთმა “მხარემ” მხარეობაზე უარი თქვა. ამიტომ ყველაფერი დარჩა სამოქალაქო ომის საწყის ფაზაში. ბოლოს ჩაიგუდა, თუმცა ამას მაინც არც თუ ცოტა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ლეგიტიმური პრეზიდენტის. ამ არგანვითარებას ნამდვილ “ომად” კიდევ ერთი მიზეზი აქვს: 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ ადამიანებში ამუშავდა თვითგადარჩენის ინსტინქტი. მოლაპარაკებები კანონიერების მომხრეებს და ხუნტას შორის სულ მიდიოდა და უმეტესად რაღაც კონკრეტულად ლოკალური, მცირე შედეგებით მაინც მთავრდებოდა ხოლმე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ბობოყვათის მოლაპარაკებები იყო, სადაც იყო მცდელობა ყველაფრის დაბრუნება საარჩევნო რეჟიმში მომხდარიყო, მაგრამ ეს მცდელობაც ჩაიშალა. შევარდნაძემ ბანდებზე უარი ვერ თქვა. (ისინი 3 წლის მერე ალაგმა უკვე პოლიციით) ამიტომაც ბოლომდე დატოვა პუტჩის ფორმულა “ყველას მინუს ერთი” – ეს ნიშნავდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტის დატოვებას პოლიტიკური პროცესის მიღმა. აი ამ ყველაფრის შედეგებს ვიმკით. დასავლეთი სად იყო? არც არსად. მას არ ჰქონდა ჩამოყალიბებული კონცეპტი, რა უნდა ექნა პოსტსაბჭოთა სივრცეში. დასავლეთი 1997 წლის კლინტონისეული ვარშავის ინიციატივის შემდეგ ერთვება სრულფასოვნად პროცესებში“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved