შეიქმნა სახალხო მოძრაობა “გზა მომავლის საქართველოსკენ”, რომელიც დაარსეს ემიგრაციაში, კერძოდ, ქ.სტრასბურგში მცხოვრებმა რაულ ყოლბაიამ და “შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელმა, ვატო გელაშვილმა.
პირველი შეხვედრა გამართეს ავსტრიაში, ვენაში.
შემდეგი შეხვედრები გაიმართება გერმანიაში მცხოვრებ ქართველებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სურვილი ორგანიზაციაში გაწევრიანების.
დამფუძნებლების თქმით, სახალხო მოძრაობის ამოცანაა ოლიგარქიულ რეჟიმთან შეურიგებელი ბრძოლა და დემოკრატიული ქვეყნის შექმნა ერთობრივი ძალებით.
როგორც ვატო გელაშვილი “ალიასთან” ამბობს, დეტალურ ინფორმაციას საქართველოში დაბრუნების შემდგომ გააჟღერებს.

კომენტარები