• რეკლამა
  • კონტაქტი
22:31, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პოლიციასთან ერთად ვგეგმავ პოლიციის წინააღმდეგ სტრატეგიას…” – ადვოკატის წერილი

ალია ავტორი - ალია
23:20 12-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ადვოკატი, გურამ კონტუაძე:

“ამბავი იგი თუ როგორ არ უნდა ჩაიწერო ყველას ნომერი, ყველაფერი კი იმითი იწყება, რომ ჩვევად მაქვს ყველა ნომერი რომელიც კი ჩემთან დარეკავს უნდა შევინახო (მაქვს ასეთი ნომრები “მემგონი ფართის მეზობელი პირობითად გიორგი” “სადაზღვევო მარიამი არ აიღო ტელეფონი” “არ უპასუხო არ გჭირდება ის წიგნები” და ა.შ. ) ჰოდა ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს ტელეფონი დილის საათებში კვირა დღეს, კლიენტი მატყობინებს რომ აქ დაინიშნა პროცესი და მატყობინებს დროს პოლიციელებთან ერთადაა, მეც რა თქმა უნდა ჩავიწერე მისი ნომერი შემდგომ მეორე ნომერიც დავამატე როცა უკვე პროცესი დამთავრდა ანუ კლიენტის ორი ნომერი მაქვს ჩაწერილი და ვარ ბედნიერი. ამის შემდგომ ამ კლიენტს სხვადასხვა შინაარსის მესიჯებს ვუგზავნი ვაიბერში/viber ზოგჯერ იმაზე, რომ:

ა) თუ როგორი უნდა იყოს არჩევითი სასამართლო;

ბ) აუცილებლად გვჭირდება დამოუკიდებელი პოლიცია;

გ) ბაჟის თანხა სად არის გადასახდელი;

დ) უარი გვითხრა სასამართლომ განჩინებაზე და ეს უკეთესია ჩვენთვის, რადგანაც აუცილებლად ეს შეზღუდავს პოლიციის უფლებებს და ა.შ.

საინტერესო ისაა, რომ პასუხები არ მომდის ხოლმე მაგრამ ტელეფონზე ჩვეულებრივად ვსაუბრობთ, შაბათი დღეა და მომივიდა ერთი დოკუმენტი ამ კლიენტთან დაკავშირებით ჰოდა მეც გავუგზავნე ეს კლიენტს და ველოდები რეაქციას ამ დროს რეკავს ტელეფონი vaiber-ზე მეთქი რა ოპერატიულია კლიენტი ჰოოოდა:

– ალო გამარჯობა;

– (ტელეფონს დავხედე აშკარად კლიენტი მგონია მაგრამ ხმას ვერ ვცნობ) გამარჯობა დიახ გისმენთ?

– თქვენგან მომდის უცნაური შეტყობინებები

– თქვენ — — ესა და ეს არ ხართ ჩემი კლიენტი?

– და თქვენ ადვოკატი ხომ არ ხართ?

– დიახ ადვოკატი გახლავართ (ვთქვი ამაყად);

– ჰოდა მე კიდევ პოლიციელი ვარ ბატონო ჩემო და მე რატომ მწერთ ამ უცნაურ მესიჯებს?

(სრული დაბნეულობა მაქვს მაგრამ არ გვატყდი)

– ეტყობა შემეშალა დაკავებულმა რომ დამირეკა მის ნომრად მივიჩნიე და (თან უკვე ვიწყებ ხარხარს);

– არაფერია უბრალოდ ეს ჩემი ნომერია რომ იცოდეთ…

– კარგო ბატონო პოლიციელო და ბოდიშით შეწუხებისათვის…

აღმოჩნდა მე რომელიც ყველაფერს ვიწერ კლიენტის ნომერი და პოლიციელის ნომერი რომელმაც ჩემი კლიენტი დააკავა გამიერთიანებია და ვაიბერის მეშვეობით ვუგზავნი პოლიციის საწინააღმდეგო მესიჯებს უკვე ორი კვირაა პოლიციელს:

– გვჭირდება არჩევითი მოსამართლეები;

– ეს დაგვეხმარება პოლიცია რომ შეიზღუდოს ( მაგალითად: უარი თქვა განმარტებაზე მოსამართლემ ნუ ვიცოდი ასეც იქნებოდა მაგრამ მშვენიერი საჩვენო მტკიცბეულებაა);

– ამ მტკიცებულებით პოლიციამ უკეთესი მდგომარეობა მოგვცა და ა.შ. ფაქტიურად პოლიციასთან ერთად ვგეგმავ პოლიციის წინააღმდეგ სტრატეგიას

ნუ ამის გააზრებით ამიტყდა სიცილი, ოღონდ მართლა მეცინება უბრალოდ ერთადერთი რაც მართლა ვერ გავიგე:

პირველად რომ მივწერე არჩევით მოსამართლეებზე და ა.შ. ვაიბერში მიჩანს რომ ნახა სტატია და ნეტავი ეგ მაინც თუ წაიკითხა?!

პ.ს. თან მეცინება ამ ყველაფერზე თან კიდევ მგონია, რომ იმასაც ამისთანა რაღაცეებს ვერ იმას იზავ უბრალოდ ერთი სუპერ ძალა ნამდვილად მაქვს სულ საინტერესო ისტორიებში ამოვყო თავი

პ.ს.ს. რომ მეთანხმებოდეს ის პოლიციელი მერე რას ვშვრებით ნეტავი?!”

თეგები: გურამ კონტუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved