ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირას უბანში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ჩამოიშალა ლოდი და ნაშალი მასით გზა მთლიანად ჩაიხერგა.
უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ისინი არსებულ სიტუაციას გაეცნენ.
ამ დროისთვის ჯაღირას ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აქვე მობილიზებულია ტექნიკა და უახლოეს საათებში მოხდება გზის სავალი ნაწილის აღდგენა.
კომენტარები