• რეკლამა
  • კონტაქტი
07:23, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ველოდოთ, თუ არა, იმ წამლის შემოტანას, რომლითაც კორონავირუსს მკურნალობენ?

ალია ავტორი - ალია
14:41 03-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჯერ კიდევ 8 მარტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ “ალიასთან” ინტერვიუში პირველად ახსენა მედიკამენტი, რომელსაც ცდიან კორონავირუსის სამკურნალოდ:

– ჩინეთში 5-6 ასეთ წამალს ცდიან, მათ შორის შიდსის წამალს, რომელსაც ქვია ქლოროქინი, აგრეთვე იყენებენ მედიკამენტს რემდესივირი – ეს მედიკამენტი თავის დროზე ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ გააკეთეს, მაგრამ ებოლაზე კარგად არ იმუშავა, ესეც არის სწორედ იმ კომპანიის, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალო წამლებს გვაწვდის და მათი პრეპარატი რემდესივირი ახლა იცდება კორონავირუსის შემთხვევაში. ჩინელმა ექიმებმა გითხრეს, რომ მისი მოქმედება თითქოს დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არა აქვთ ისეთი შედეგი, რომ ამერიკის წამლებისა და პროდუქტების საგენტოს – სდა-ს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირდეს, როგორც კორონავირუსის წამალი – ასეთი დამაჯერებელი შედეგები ჯერ ვერ მოიპოვეს. ვარაუდობენ მხოლოდ, რომ ეს წამლები ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, თუმცა, ჩინეთის გარდა ვერც ერთი სხვა ქვეყანა ამ რეკომენდაციებს ვერ იძლევა.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექიმის გარეშე, კატეგორიულად არ უნდა ვეცადოთ ამ მედიკამენტების მიღება. მსუბუქ შემთხვევებს ეს საერთოდ არ სჭირდება, მძიმე შემთხვევებში, თუ ჩავთვლით რომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია, ჩვენ ეს მედიკამენტები გვაქვს, აი, რემდესივირის გარდა, სხვა ყველა წამალი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი შიდსისაა, ზოგი ცე ჰეპატიტის და ისედაც გვაქვს, მათ შორის, ქლოროქინიც, რომელსაც, როგორც ჩინელი ექიმები ფიქრობენ – კარგი შედეგი აქვს. და თუ ჩავთვალეთ რომ სტანდარტული მკურნალობით, ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ჟანგბადის მიწოდებით ვერ მოვერიეთ დაავადებას, ჩვენ ამ წამლებს გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული.

ამ ინტერვიუს შემდეგ, მეტი და მეტი ადამიანი, მეტი და მეტი ქვეყანა საუბრობს რემდესივირზე, ბატონმა თენგიზმაც არაერთხელ ახსენა მისი მოქმედება, სხვა ექიმებმაც ისაუბრეს ჩვენთან ამ პრეპარატზე. “ალიამ” სცადა გარკვევა, უკვე ველოდოთ, თუ არა, ამ წამლის შემოტანას და ამ კითხვითაც ბატონ თენგიზს მიმართა:

-რემდესივირზე უნდა გკითხოთ, გეგმავთ შემოტანას, თუ არა?

ვგეგმავთ, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ვთხოვეთ, მთელი მსოფლიო რიგში დგას. არა აქვთ, ცოტა აქვთ და იმ ცოტას ვის მისცემენ, არ ვიცით. რემდესივირი გაყიდვაში არ არის, მას კომპანია აწარმოებს და გამოცდის რეჟიმშია, ხომ წარმოგიდგენიათ, მთელი მსოფლიო ელოდება, ამხელა ჩინეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ვის მისცემენ, არ ვიცი. შეიძლება ჩვენ, თუ მოგვცეს, ეს იმის შედეგი იქნება ცე ჰეპატიტის პროგრამას რომ გვაქვს, ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც ამ კომპანიისა, გილედის, ისევე როგორც რემდესივისი, ამდენწლიანი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენთან მეგობრობს და კარგ ურთიერთობაშია და შეიძლება ამან გვიშველოს, თორემ, საქართველო მისთვის იქნება მეასეხარისხოვანი

შეგახსენებთ, პრემიერის თქმით, ჩვენ უკვე გადავედით, კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე.

ბატონი თენგიზ ცერცვაძის თქმით, მეორე ეპატი მოიცავს უკვე გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლას, განსხვავებით, პირველი ეტაპისგან, რომელის დროსაც შეკავებას ვცდილობთ ვირუსთან.

ალია

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved