• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია – ირაკლი ზარქუა

ალია ავტორი - ალია
13:20 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ, პოლიტიკურმა გუნდმა, ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა და პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა შერიგების პროცესის დაწყებაზე.

როგორ შეიძლება, ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს. ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობაზე და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება ჰგონია, რომ ის, რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან. ეს არ არის სწორი დეფინიცია, არც სამართლიანი დეფინიცია შერიგების. არასწორად ესმით შერიგების დეფინიცია.

მე ასე მესმის, რომ იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობას ატერორებდნენ, მწვალებლობა, მთელი ამბები იყო, ვსხედვართ კომიტეტებში, გვაქვს სჯა-ბაასი და რიგ შემთხვევებში მათ ინიციატივებსაც კი მხარს ვუჭერთ. ამიტომ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ შერიგება. მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია.

ჩემთვის მისაღებია, რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, აღიაროს დანაშაული, ელაპარაკოს საზოგადოებას, ეს არის და ეს, თორემ მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს, არც მოსახლეობასთან, რადგან მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს, აგებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიიღო სააკაშვილის დეფინიცია მოსახლეობამ, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. გიზუსტებთ: თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია ჩემთვის,“- განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved